ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 2008 წელს სერბი მცველის ბრანისლავ ივანოვიჩის გადასვლა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად მოიხსენია.
„არის თუ არა ივანოვიჩის ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო? ვფიქრობ, ეს ასეა. იგი გუნდში ჩემი პირველი პერიოდის შემდეგ მოვიდა და თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა. ბრანისლავი ნამდვილი მებრძოლია, რომელსაც დიდი გული აქვს“, – განაცხადა ფეხბურთის პორუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ივანოვიჩი „ჩელსის“ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა.