ქეცბაია ან მარკარიანი – საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი ხუთშაბათს დასახელდება

ბერძნული პრესის ცნობით ხუთშაბათს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების თავკაცის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვაკანტური თანამდებობის დაკავების მთავარი კანდიდატები ურუგვაელი სერხიო მარკარიანი და თემურ ქეცბაია არიან. ჩვენი ბერძენი კოლეგების ინოფრმაციით, მათი შანსები ამ ეტაპზე თითქმის თანაბარია.