აშშ-ში NBA-ს რუსი კალათბურთელის სახლი გაძარცვეს

აშშ-ში „ჰიუსტონ როკეტსის“ უკანახაზელის ალექსეი შვედის სახლი გაძარცვეს, რის შესახებაც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტი მისმა გერლფრენდმა ანასტასია ზიადიტდინოვამ გამოაქვეყნა.

„ქურდებმა კარი გატეხეს და თითქმის ყველაფერი წაიღეს. ჩვენ საბუთებიც აღარ დაგვრჩა“, – დაწერა ზიადიტდინოვამ.

შეგახსენებთ, რომ „მუნესოტა ტიმბერვულვზში“ ორი სეზონის შემდეგ შვედმა მიმდინარე სეზონი „ფილადელფია სიქსერსში“ დაიწყო, თუმცა რეგულარული ჩემპიონატის მიმდინარეობისას იგი „ჰიუსტონ როკეტსში“ გაცვალეს. ახალ კლუბში უკანახაზელმა ცხრა მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 3,2 ქულა შეადგინა.

123