“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან კლუბის ბოლოდროინდელი ასპარეზობით და მზად არიან, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სლავენ ბილიჩი დაითხოვონ.
ESPN-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ჩაქუჩები” ამჟამად დევიდ მოიესთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შოტლანდიელი სპეციალისტი გუნდს სათავეში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე ჩაუდგება.
ბრიტანული პრესის ცნობით, “ოლიმპიურ სტადიონზე”, “ლივერპულთან” წაგებული მატჩი (4-1) ბოლო წვეთი იყო ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებისთვის.
ცნობისთვის გეტყვით იმაასც, რომ პრემიერ ლიგის 2017/18 წლების საწყისი 11 ტურის შემდეგ “ვესტ ჰემი” მე-17 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულა აშორებს.