ევროპის ლიგის ფინალში „დნიპროს“ კარში დუბლის ავტორმა კარლოს ბაკამ თავის მომავალთან დაკავშირებით ჯერ არაფერი იცის.
მიმდინარე სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა 56 მატჩში 28 გოლი გაიტანა, რითაც წამყვანი კლუბების ყურადღება მიიბყრო.
„მომავალი? ვერაფერს გეტყვით. ახლა უბრალოდ მიღწეულისგან სიამოვნებას ვიღებ, რადგან მსგავსი მომენტები იშვიათია.
ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი მსურს. ეს ტურნირი ყოველთვის მომწონდა. როდესაც ტელევიზორში მის მატჩებს ვუყურებდი, ჩემს თავს მოედანზე წარმოვიდგენდი. ახლა კი მასში მონაწილეობის შანსი მომეცა“, – განაცხადა ბაკამ.