“დინამოს” პრეზიდენტი: “იარმოლენკოს შეუძლია წავიდეს, თუმცა არა ისეთ კლუბებში როგორებიც “ევერტონი” და “სტოკია”

“დინამო კიევის” პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა გაუშვას უკრაინელი ვარსკვლავი კლუბიდან, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ისეთ კლუბებში არ გაუშვებს, როგორიც “სტოკ სიტი” ან “ევერტონია”.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ იარმოლენკო კლუბს ზაფხულში დატოვებს. გასულ წელთან შედარებით, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, დორტმუნდის “ბორუსიამ” მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღით ადრე წამოიწყო.

შეთანხმებას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ წინადადებით როგორც იარმოლენკო, ასევე “დინამოც” კმაყოფილი იქნება. მე მას გავუშვებ, თუმცა არა ისეთ კლუბებში, როგორებიც “ევერტონი” და “სტოკ სიტია”.

“დინამო” “დინამოა” და “სტოკ სიტი” “სტოკი”. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, “სტოკი” კი გადარჩენისთვის იბრძვის.

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ზამთარში შემოთავაზება ჩინური კლუბისაგან მივიღე, თუმცა იარმოლენკო შეხვედრაზეც კი არ მოსულა. მან მითხრა, რომ გერმანულ ან ინგლისურ კლუბში სურდა კარიერის გაგრძელება.

მაგრამ, მოლაპარაკებები მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება. მჯერა, რომ იქ ისინი თავის შესაძლებლობებს სრულფასოვნად წარმოაჩენენ.

26 წლის ასაკში დროა ტოპ კლუბში გადახვიდე. ის ტოპ ფეხბურთელია და თავისი თავი ტოპ კლუბში უნდა გამოსცადოს.” – განაცხადა სურკისმა.

პსჟ ლავესის შეელევა

პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ეზეკილ ლავესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. არგენტინელი შემტევი ლორან ბლანის სამწვრთნელო შტაბის გეგმებში აღარ შედის და მას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაასხვისებენ. ლავესის მიმართ ინტერესს ინგლისიდან იჩენენ, სადაც ყველაზე აქტიური “ლივერპულია”.

ლავესის ადგილზე კი პარიზში, შესაძლოა, კიევის “დინამოს” ფეხბურთელი, ანდრეი იარმოლენკო ვიხილოთ.

გვარდიოლა: “კონოპლიანკა და იარმოლენკო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ უკრაინის ეროვნული ნაკრების ორ ლიდერზე ისაუბრა და არ დამალა ინტერესი რაკიცკის მიმართ.

“კონოპლიანკა და იარმოლენკო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ევროპის ძლიერ ჩემპიონატებში თავის კარგად წარმოჩენა”.

“რატომ არ განვითარდა ჩიგრინსკის კარიერა? მას სერიოზული დაზიანება ჰქონდა – ეს მთავარი მიზეზია. ის ბრწყინვალე და გამოცდილი ფეხბურთელი იყო”.

“მსურდა რაკიცკის “ბარსელონაში” და “ბაიერნში” მიწვევა? – იგი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება,”-დასძინა ესპანელმა სპეციალისტმა.