მაკარიძე ერთა ლიგაზე: “კენჭისყრით დიდად არც დავინტერესებულვარ – მაინც ყველას უნდა ვაჯობოთ”

დღეს უეფას ერთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები D ლიგაში, D1 ჯგუფში ლატვიის, ყაზახეთისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

კენჭისყრის შედეგზე სააქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მაკარიძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.

“დიდად არც დავინტერესებულვარ სიმართლე გითხრათ . მიზანი ხომ 1 ადგილზე გასვლაა ანუ ყველას უნდა აჯობო და რა მნიშვნელობა აქვს ვის როდის შეხვდები . იმედი მაქვს და მჯერა რომ გავალთ ევროპაზე . თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ საკმაოდ რთული თამაშები გვექნება ჩვენთვის არცერთი მეტოქე არაა სუსტი ასე რომ ყველასან მაქსიმუმი უბდა გავიღოთ,” – ამბობს მაკარიძე.

გიორგი მაკარიძე: “ძალიან ბედნიერები ვართ”

“დინამო არენაზე” საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, Fanebi.Com-თან კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი მაკარიძემ გააკეთა.

“ფეხბურთელებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს საკუთარი თავი, კარგი თამაში ვაჩვენეთ და შედეგიც დადებითი მივიღეთ, რაც ჩვენთვის, სერბეთთან წაგების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ემოციები? რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები. კარგად ვითამაშეთ და შესაფერისი შედეგიც მივიღეთ, ბედნიერები ვართ,” – აცხადებს 26 წლის მეკარე.

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის თასის ფინალში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მაკარიძე პორტუგალიის თასის ფინალში ითამაშებს. მაკარიძის “მორეირენსემ” გუშინ, ნახევარფინალურ შეხვედრაში ლისაბონის “ბენფიკა” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

26 წლის კარის დარაჯმა მატჩი შესანიშნავად ჩაატარა – მის ანგარიშზე ათი სეივია. რაც შეეხება უშუალოდ გოლებს, ანგარიში მე-6 წუთზე “ბენფიკამ” გახსნა, მეორე ნახევარში კი დრამემ წონასწორობა აღადგინა, რასაც 54-ე და 71-ე წუთებზე ბოატენგის ორი გოლი მოყვა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში, “ბრაგამ” “სეტუბალი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შესაბამისად, თასის ფინალში ერთმანეთს “მორეირენსე” და “ბრაგა” დაუპირისპირდებიან.

იხილეთ მიმოხილვა

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიაში თავის გუნდს მოაგებინა (ვიდეო)

25 ნოემბერს, პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში, გიორგი მაკარიძის “ფეირენშე” “გიმარაეში B”-ს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქართველმა მეკარემ 64-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგიმ მატჩის პირველ ტაიმში პენალტის მოგერიება შეძლო.

გიორგი მაკარიძემ ჯერ პენალტი მოიგერია, შემდეგ კი თავად გაიტანა (ვიდეო)

17 ოქტომბერს, პორტუგალიის თასზე “ფამალიკაო” საკუთარ მოედანზე გიორგი მაკარიძის “ფეირენენსეს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა, საქმე კი თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა.

აღსანიშნავია, რომ პენალტების სერიაში გიორგი მაკარიძემ მასპინძელთა ფეხბურთელებს ორჯერ არ გაატანინა, შემდეგ კი დარტყმა თვითონვე შეასრულა და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

Giorgi Makaridze em grande destaque na Taça

Habemus herói!O Clube Desportivo Feirense – Página Oficial eliminou o Futebol Clube de Famalicão da Taça de Portugal nas grandes penalidades, após 1-1 no tempo regulamentar, e o guardião Giorgi Makaridze foi o grande herói. Após defender a conversão de Correia na 6ª tentativa da equipa da casa, o guarda-redes da Geórgia converteu ele próprio o penalty que deu a vitória à formação de Santa Maria da Feira.

Posted by Crónica Futebolística on Saturday, 17 October 2015

ქართველების წარუმატებელი უიქენდი პორტუგალიაში

პორტუგალიის პრიმეირაში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” “ბენფიკას” უმასპნიძლა და ხუთი უპასუხო გოლი მიიღო. მასპნიძელთა სასტარტოში იყო ავთანდილ ებრალიძე, რომელმაც მოედანზე 54 წუთი გაატარა.

გამარჯვება ვერ მოიპოვა პრიმერაში გადასვლისთვის მებრძოლმა “ფეირენშემ”, რომლის ღირსებას გიორგი მაკარიძე იცავს, თუმცა გასულ ტურში ქართველი კიპერი სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა. მისი გუნდი კი უშუალო კონკურენტ, “სპორტინგ კოვილიას” დაუზავდა, თუმცა კლასში დაწინაურების კარგ შანსს მაინც ინარჩნებს.

მაკარიძის გუნმა კვლავ მოიგო

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში შესანიშნავ ფორმაში მყოფმა “ფეირენსემ” ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო. პედრო მიგელის გუნდმა ამჯერად “ლეიქშოეშს” 2:1 სძლია.

მასპინძელთა ქართველი მეკარე, გიორგი მაკარიძე ტრადიციულად სასტარტოში იყო და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა.

38 ტურში მოპოვებული 65 ქულით “ფეირენშე” მესამე საფეხურს “მადეირასთან” იყოფს და პრიმერაში გამსვლელ მეორე საფეხურს სამი ქულით ჩამორჩება.

მაკარიძის “ფეირენსე” შეუჩერებელია

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში წარმატებულ სვლას აგრძელებს “ფეირენსე”, რომლის კარსაც გიორგი მაკარიძე იცავს.

37-ე ტურის შეხვედრაში ქართველი კიპერის გუნდმა “ოლივეირენსეს” სტუმრად მინიმალური ანგარიშით სძლია და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

ამრიგად, “ფეირენსეს” ანგარიშზე უკვე 62 ქულაა და ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე გუნდი პრიმერაში გამსვლელ მეორე ადგილს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

ებრალიძის მარცხი და მაკარიძის გამარჯვება პორტუგალიაში

პორტუგალიის პრიმერა ლიგის 26-ე ტურში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტე” ადგილის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, “აროუკას” ესტუმდა და 3-1 წააგო. სტუმართა ქართველი შემტევი სათადარიგო იყო და მოედანზე 52-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 2-0 იყო.

რანგით მეორე ლიგაში წარმატებულ სვლას აგრძელებს “ფეირენსე”, რომლის კარს გიორგი მაკარიძე იცავს. ქართველმა კიპერმა მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა, მისმა გუნდმა კი “აკადემიკო ვიზეოს” 3-0 სძლია. მაკარიძის გუნდმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო და პრიმერში გამსვლელ მეორე პოზიციას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

მაკარიძემ “ბრაგასთან” მოიგო

გიორგი მაკარიძის “ფეირენსემ” პორტუგალიური სეგუნდას 34-ე ტურში “ბრაგას” მეორე გუნდი მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა კარს ამჯერადაც გიორგი მაკარიძე იცავდა, რომელიც ბოლო დროს გუნდის პირველ მეკარედ ჩამოყალიბდა.

“ფეირენსე” კი პრიმეირა ლიგაში დაბრუნების შანს ინარუნებს. 34-ი ტურის შემდეგ გუნდი 53 ქულით მეშვიდეა და გადამსვლელ მეორე პოზიციას 6 ქულით ჩამორჩება.

მაკარიძის კიდევ ერთი მშრალი მატჩი

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში “ფეირენსემ” ბოლო ადგილზე მყოფ “ტროფენსეს” დამაჯერებლად სძლია – 2:0.

მასპინძელთა კარს 90 წუთის განმავლობაში გიორგი მაკარიძე იცავდა. ქართველი გოლკიპერისთვის ეს ზედიზედ მესამე შეხვედრაა ძირითად შემადგენლობაში.

ამრიგად, “ფეირენსეს” აქტივში 47 ქულაა და გუნდი მე-10 პოზიციაზე იმყოფება. ლიდერთა სამეულს მაკარიძის კლუბი 8 ქულით ჩამორჩება.

გიორგი მაკარიძე: “ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში ყოფნას არ იმსახურებს”

2007 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 17 წლის მეკარეს, გიორგი მაკარიძეს ჰქონდა, რომელმაც შოტლანდიის გუნდთან კარი მშრალად შეინახა და ჩვენი ეროვნული გუნდის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც შეიტანა. ამის შემდეგ მაკარიძე საფრანგეთში აღმოჩნდა ახლა კი 24 წლის არის და პორტუგალიის მეორე დივიზიონის ბინადარ “ფეირენსეს” ღირსებას იცავს. ქართველ მეკარესთან საუბარი სწორედ ფრანგული პერიოდით დავიწყეთ.

– საფრანგეთში ყველაფერი კარგად იწყებოდა, თუმცა შემდეგ “ლე მანი” გაკოტრდა და გუნდი მეექვსე ლიგაში დააქვეითეთეს, რის გამოც კლუბის შეცვლა გახდა საჭირო.

– შემდეგ ცოტა ხნით კვიპროსზეც იყავით, სადაც ფაქტობრივად არ გითამაშიათ…

– კვიპროსელებს მეკარე არ ჰაყვდათ და დროებით, ერთთვიან კონტრაქტზე შევთანხმდით. თუმცა, ისე მოხდა, რომ თამაშის უფლება გვიან გამიკეთეს, როცა უკვე გადაწყვეტილი იყო მათი ლიგაში დარჩენის საკითხი. შემდეგ თანამშრომლობის გახანგრძლივება კი შემომთავაზეს, მაგრამ იქაური სიტუაცია არ მომეწონა და წამოსვლა გადავწყვიტე.

– თქვენს ახლანდელ გუნზე რას იტყოდით?

– ახლა პორტუგალიის მეორე ლიგის ბინადარ “ფეირენსეს” ღირსებას ვიცავ. ფეხბურთის მხრივ აქ დონე საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფაქტობრივად ყველა კლუბს ფინანსური პრობელემები აქვს. წელში გამართულები მხოლოდ გრანდები არიან.

– რა მიზნებს ისახავდა “ფეირენსე” სეზონის სტარტზე?

– მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა იყო, თუმცა ამის გაკეთება უკვე ძალიან რთული იქნება.

– პირადად თქვენს თამაშს როგორ შეაფასებდით?

– ერთი წელი უგუნდოდ ვიყავი და ამის ფონზე წლევანდელი სეზონით კმაყოფილი ვარ. ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე და უკვე იმაზე კარგ ფორმაში ვარ ვიდრე საფრანგეთში ყოფნის პერიოდში ვიყავი.

– არ შემიძლია არ გკითხოთ ნაკრების თემაზეც, სადაც დებიუტი საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში გქონდათ… როგორ შეაფასებდით უკანასკნელ პერიოდს და მას შემდეგ მომხდარ ცვლილებებს ეროვნული ნაკრების შტაბში?

– იყო რამდენიმე კარგი თამაში, თუმცა მთლიანობაში ყველა მაინც უკეთესს ელოდა. დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ნაკრებს ბევრად უკეთესი შედეგები ექნბა. მინდა კახა ცხადაძეს წარმატებები ვუსურვო. ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში ყოფნას არ იმსახურებს.

– ალბათ ნაკრებში დაბრუნებაზეც ფიქრობთ?

– რა თქმა უნდა. ამის დიდი იმედი მაქვს.

– სამომავლო გემგებზე რას გვეტყვით? არის რაიმე შემოთავაზებები? 

– ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორ ჩავატარებ დარჩენილ შეხვედრებს.