დღეს, დორტმუნდის “ბორუსიას” თავკაც იურგენ კლოპის პრესკონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტადიონ “სიგნალ იდუნა პარკის” დასავლეთ ნაწილში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აღმოჩენილ იქნა ბრიტანული წარმოების 250-კილოგრამიანი ბომბი. პოლიციის წარმომადგენლებმა ოპერატიულად მოახდინეს სტადიონზე მყოფი პირებისა და ახლოს მდებარე სახლებში მცხოვრებთა ევაკუაცია.
ბომბის განეიტრალების ოპერაცია 45 წუთს გაგრძელდა და თბილისის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც ის ქალაქ ჰაგენში გადაიტანეს.