პულისიჩი: “სანტიაგო ბერნაბეუ” გასაოცარი სტადიონია”

როგორც მოგეხსენებათ, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის “რეალი” “დორტმუნდის ბორუსიას” უმასპინძლებს და ჯგუფში ყველაფერს გაარკვევს.

ოთხშაბათს გასამართი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშნველოვანია ახალგაზრდა კრისტიან პულისიჩისთვის, 19 წლის ამერიკელ ფეხბურთელს გულემატკივრისთვის ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მანამდე კი, მან ჟურნალისტებთან “რეალთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული წინა წლის შეხვედრა გაიხსენა და ამ სტადიონზე ისაუბრა: “ბერნაბეუზე თამაში ჩემთვის ყველაზე რთულია. წინა წელს ამ სტადიონზე გამართული შეხვედრა ჩემთვის საშიში იყო, მაგრამ ამავდროულად მხიარული. “სანტიაგო ბერნაბეუ” გასაოცარი სტადიონია“, -აცხადებს კრისტიან პულისიჩი.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს “დორტმუნდის ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა, პულისიჩი კი გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც “ბერნაბეუზე” ითამაშა.

“ამერიკელთა ამომავალი ვარსკვლავის” შესანიშნავი ფინტი ჰონდურასელთა წინააღმდეგ (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჰონდურასის 17-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში “ამერიკელთა ამომავალმა ვარსკვლავმა” კრისტიან პულისიჩმა მეტოქე შესანიშნავი ფინტით მოატყუა.

აღსანიშნავია, რომ პულისიჩი დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელია. როგორც გერმანულ პრესაში წერენ, იურგენ კლოპს ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოწონს.