„გურიამ“ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრი დაიმატა

ლანჩხუთის „გურიამ“ თავდამსხმელი ლაშა ჩაფიძე დაიმატა. როგორც კლუბის ოფიციალური ფეისბუქის გვერდი წერს, 23 წლის ფეხბურთელი ლანჩხუთელებს შეკრებაზე უკვე შეურთდა, რომელსაც კლუბი გრიგოლეთში გადის.

ჩაფიძე მოსკოვის ცსკა-სა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდული გუნდების წევრი იყო. მოგვიანებით ის „რკინიგზელთა“ დუბლებს შეუერთდა.

ოთხი წლის წინ ჩაფიძე თბილისის „დინამოშიც“ იყო, რომლის დუბლების რიგებში საუკეთესო ბობმარდირი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ლაშა ცხინვალის „სპარტაკში“ და ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდა.

სათქმელია, რომ ჩაფიძე საქართველოს 19-წლამდელთა, მოგვიანებით კი, 21-წლამდელთა ნაკრებების წევრიც გახლდათ

ლაშა ჩაფიძე: “სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ”

უმაღლესი ლიგის მე-17 ტურში, ქობულეთში გამართულ “შუქურასა” და “გურიას” დაპირისპირებაში მასპინძელთა გამარჯვებაში დიდი როლი ლაშა ჩაფიძემ შეასრულა. შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ქობულეთელებმა კი 2:0 მოიგეს. Fanebi.com მატჩის გმირს დაუკავშირდა და შეხვედრის შეფასება სთხოვა.

– ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ზუგდიდში განცდილი მარცხის შემდეგ ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ყველაფერი გავაკეთეთ სამი ქულის მოსაპოვებლად და მიზანიც შევასრულეთ. რაც მთავარია, ჩვენი გულშემატკივრების გახარება შევძელით.

– შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრაში გარდამტეხი მოედანზე თქვენი გამოსვლა აღმოჩნდა…

– მარტო ჩემი დამსახურება არ არის. გოლი გავიტანე, მაგრამ ეს გუნდური თამაშის შედეგია. ყველა იმ ფეხბურთელის, რომელიც გუნდში ირიცხება,

 დღეს “შუქურაში” ბრაზილიელ მოთამაშეებს ჰქონდათ დებიუტი… როგორ შეაფასებდით ახალვეულებს?

– მათთვის პირველი თამაში იყო და ბუნებრივია, რომ ამ ეტაპზე შეთანაშების პრობლემა აქტუალურია.

 “შუქურას” საბოლოო მიზანი რა იქნება?

– ჩვენი მიზანი სამეულში მოხვედრაა, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.

– დასასრულს გკითხავთ, თუ რამდენად მოგწონთ ჩვენი ვებგვერდი?

– თქვენი საიტის  ხშირი სტუმარი ვარ და ის ძალიან მომწონს.