პირველი ლიგა: 21-ე ტური თბილისური დერბით დასრულდა

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის 21-ე ტური ზუგდიდში და თბილისში გასამართი შეხვედრებით დასრულდა.

ზუგდიდში “ბაიას” ბაზაზე “ლაზიკამ” ა ჯგუფის აუტსაიდერი, ბათუმის “ადელი” მიიღ და 2:1 სძლია. ტურის უკანასკნელი შეხვედრა კი “ბენდელაზე” შედგა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში “საბურთალომ” თბილისი “ლოკომოტივს” 3:2 მოუგო.

21 ჩატარებული შეხვედრით ა ჯგუფში “საბურთალო” 54 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ლაზიკა” 39-ით – მეორეზე. უმაღლესში გადასვლის მსურველი თბილისის “ლოკომოტივი” 33 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

პირველი ლიგის ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა

დღეს, პირველი ლიგის მორიგ ტურში “საბურთალომ” “ადელს” უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო, 1:1. ბევრი მცდელობის მიუხედავად, თბილისელები აჭარლებთან მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ, არადა გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსები ალთუნაშვილს, გოშთელიანსა და სოფრომაძეს ჰქონდათ. თავდაპირველად ზღვისპირელები დაწინაურდნენ, ტაიმის მიწურულს კი გოშთელიანმა თავით ლამაზად გადაგზავნა ბურთი კარში.
გათამაშების კალენდარს რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, რომ “ადელი” “ა” ზონის აშკარა აუტსაიდერია, თუმცა პირველი წრისგან განსხვავებით, დღეს გუნდმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. სტუმრებმა აქცენტი თავიდანვე დაცვაზე გააკეთეს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ “ადელის” ფეხბურთელებმა უმეტესი დრო მოედანზე კოტრიალით გაატარეს, რაც ჩვენს ფეხბურთელებს კიდევ უფრო ხელს უშლიდა სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთის თამაშში.
“საბურთალომ” თამაში 4-4-2 განლაგებით დაიწყო, თუმცა პირველი ნახევრის 30-ე წუთისთვის, ტრადიციულ 4-3-3 გადაეწყო. პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ფუტკარაძე ურტყავდა სახიფათოდ, მაგრამ ლაზარე კუპატაძემ ბურთის მოგერიება შეძლო. შემდეგ კი გოშთელიანს შეეძლო ანგარიშის გახსნა…
ისე მოხდა, რომ აჭარლები დაწინაურდნენ, გოლი კი უწყინარი მდგომარეობიდან გავიდა, თავი ალექსანდრე ბაციკაძემ გამოიჩინა. 32-ე წუთისთვის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ორმაგი ცვლილება განახორციელა -ჯიქიასა და გვარაძის ნაცვლად, მოედანზე სოფრომაძე-ხორხელის დუეტი შემოვიდა, რის შემდეგადაც გუნდი ჩვეულ ტაქტიკას დაუბრუნდა.
40-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა, გოლი კი ჩვენი გუნდისა და ჩემპიონატის ერთ-ერთმა ბომბარდირმა, გურამ გოშთელიანმა გაიტანა – მარჯვენა ფლანგიდამ ნოდარ იაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი გოშთელიანმა ლამაზი თავურით მატჩში წონასწორობა აღადგინა. მასპინძლებს შესვენებმადე წინ გასვლაც მართებდათ, მაგრამ ამჯერად საპირისპირო ფლანგიდან ჩაწოდებულის შემდეგ თავით სანდრო ალთუნაშვილი ურტყამდა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო.
მეორე ნახევრის დებიუტში ისევ იაშვილის აქტიურობის შემდეგ ანდრო სოფრომაძეს შეეძლო თავისიანების წინ გაყვანა, მაგრამ… “საბურთალომ” იერიშებს უმატა, თუმცა მეტოქე მთელი გუნდით კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მასპინძლების ერთ-ერთ შეტევისას მცველი ტაბიძე ჩაერთო, ამ უკანასკნელმა გოშთელიანს უპასა, გოლი თითქოს გარდუვალიც იყო, მაგრამ გურამმა ახლო მანძილიდან მიზანი ვერ გაისწორა. დრო იწურებოდა, გოლი კი არ ჩანდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, მეტოქე გუნდი ხშირად მიმართავდა დროის გაყვანის მარტივ და ბავშვურ “ტაქტიკას”. ბევრი მცდელობის მიუხედავად, “საბურთალომ” მეორე გოლის გატანა ვეღარ შეძლო. დაფიქსირებული ანგარიში ბუნებრივია სტუმრების აქტივში ჩაითვალა, “საბურთალომ” კი დაუგეგმავი ქულები დაკარგა.
ჩვენი გუნდი მორიგ შეხვედრას 5 მარტს გამართავს – დედაქალაქურ დერბიში საბურთალოელები “ბენდელაზე” “ლოკომოტივს” უმასპინძლებენ, რომლის მწვრთნელებიც დღევანდელ შეხვედრას თვალს ადევნებდნენ.

1 მარტი. “ბენდელა”. 350 მაყურებელი
საბურთალო – ადელი 1:1 (1:1)
საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე (ნადარაია 52), მამუჩაშვილი (ბიძინაშვილი 53), ხარაიშვილი, გვარაძე (სოფრომაძე 32), ალთუნაშვილი (წივილაშვილი 65), ჯიქია (ხორხელი 32), გოშთელიანი.
ადელი: ს. ცაბუტაშვილი, გ. ცაბუტაშვილი, ჟორდანია (ჩადუნელი 88), ივანიაძე, ესებუა, ქოქოლაძე, სიმიონოვი, სალავიოვი, ფუტკარაძე, ბაციკაძე, ჩხიკვიშვილი.
გოლები: 0:1 ბაციკაძე (29), 1:1 გოშთელიანი (39).
გაფრთხილება: მარგველაშვილი (14), ჩხიკვიშვილი (87).
მთავარი არბიტრი: გ. ავაზაშვილი

fcsaburtalo.ge