გულშემატკივარი ტრიბუნიდან რონალდინიოს სანახავად შეიპარა (ვიდეო)

კვირას „კერეტაო“, რომლის შემადგენლობაშიც ბრაზილიელი ვარსკვლავი რონალდინიო თამაშობს, გასვლაზე „პუებლასთან“ ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

ამ შედეგით მექსიკის ჩემპიონატის მერვე ტურისთვის გუნდი მეორე ადგილზე აღმოჩნდა და პირველ ადგილზე მყოფს ხუთი ქულით ჩამორჩება.

რონალდინიომ ამ შეხვედრაში ერთ საათზე ოდნავ მეტი ითამაშა, თამაშის ბოლოს კი „კერეტაოს“ სათადარიგო სკამთან ტრიბუნიდან შეპარული გულშემატკივარი მოხვდა, რომელიც რონის მიესალმა.