“კაიზერსლაუტერნის” ფეხბურთელმა გოლი ორიგინალურად აღნიშნა (ვიდეო)

27 თებერვალს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “კაიზერსლაუტერნმა” საკუთარ მოედანზე “ფიურტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე, “კაიზერსლაუტერნის” ფეხბურთელმა ჯინ ზიმერმა გახსნა, რომელმაც გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა.