მატეო დარმიანი: “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება მინდა”

მატეო დარმიანის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი “ოლდ ტრაფორდის” დატოვება მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო ვალენსიასა და დიოგო დალოტს ტრავმების გამო სეზონის სტარტის გამოტოვება ემუქრებათ.

“ვალენსიას ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. არ ვიცი რამდენ ხანს იუქმებს, მაგრამ ამ დროისთივის ის კაპიტანია, ძირითადის მოთამაშე,” – ციტირებს იტალიელი მცველის სიტყვებს ESPN.

“მინდა უფრო რეგულარულად ვთამაშობდე. გასულ სეზონში არც ისე ბევრი შანსი მეძლეოდა. სწორედ ამიტომ ვესაუბრე მწვრთნელსა და კლუბს ჩემს მომავალზე. მინდა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წავიდე, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

სერია ა? რა თქმა უნდა, ამ ვარიანტსაც განვიხილავ,” – აცხადებს დარმიანი, რომელიც “ოცნებების თეატრს” 2015 წელს შეუერთდა “ტორინოდან”.

მატეო დარმიანი: “ბედნიერი ვარ, რომ ჩემით “იუვენტუსი” ინტერესდება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველით, მატეო დარმიანით დაინტერესებულია ტურინის “იუვენტუსი”. ამასთან დაკავშირებით თავად 28 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა.

“ბედნიერი ვარ, რომ ასეთმა გუნდმა ჩემი შეძენის სურვილი გამოხატა. “იუვე” შესანიშნავი კლუბია. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება, თუ იქ მაშინ გადავალ, როცა შესაფერისი დრო იქნება,” – ამბობს დარმიანი.

შეგახსენეთ, რომ იტალიელი უკანახაზელი 2015 წლის ზაფხულში მივიდა ბრიტანულ გრანდში. პირველ სეზონში მას ლუი ვან გაალი ენდობოდა და პრემიერ ლიგაში 28 თამაშიც ჩაატარა. თუმცა, ნელ-ნელა სათამაშო დრო შეუმცირდა. მატეომ ჟოზე მოურინიოს ხელმზღვანელობის პერიოდში, ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის მხოლოდ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დარმიანი „ნორვიჩთან“ მატჩისას საკაცით გაიყვანეს

„მანნჩესტერ იუნაიტედისა“ და იტალიის ნაკრების მცველმა მატეო დარმიანმა „ნორვიჩთან“ ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის მიმდინარე მატჩში ტრავმა მიიღო.

მე-16 წუთზე 26 წლის იტალიელი საკაცით გაიყვანეს, მისი ადგილი კი კემერონ ბოტვიკ-ჯექსონმა დაიკავა. ამჟამად ფეხბურთელის ტრავმის შესახებ არაფერია ცნობილი.

აქამდე გაირკვა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ტრავმების გამო იტალიის ნაკრებს ნახევარმცველები კლაუდიო მარკიზიო („იუვენტუსი“) და მარკო ვერატი (პსჟ) გამოაკლდებიან.

“იუვეს” სამიზნემ, მატეო დარმიანიმ გადაწყვეტილება მიიღო

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი, მატეო დარმიანი თვლის, რომ მანჩესტერული კლუბი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ძალად რჩება და აცხადებს, რომ იტალიაში დაბრუნებას არ არპირებს.

დარმიანმა, რომელსაც ზამთარში “იუვეში” გადასვლასთანაც უწინასწარმეტყველებდნენ განაცხადა: ” ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კლუბებს წარმოადგენენ – დაწყებული ისტორიიდან და დამთავრებული დღევანდელობით.

აქაურობას კარგად შევეგუე, რაც კლუბის თითოეული წევრის დამსახურებაა. აქ ყოფნის თითოეული წუთი სასიამოვნოა.

როცა ეს ჭორი (“იუვეზე”) გავიგე, გულიანად გავიცინე. აქ ძალიან ბედნიერი ვარ და კლუბის დატოვების არანაირი მიზეზი არ მაქვს.” – განაცხადა ლუი ვან გაალის ფეხბურთელმა.

დარმიანი ლაზარეთში რამოდენიმე კვირას გაატარებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მატეო დარმიანი უახლოეს მომავალში ინგლისური გრანდისთვის დახმარების გაწევას ვერ შეძლებს.

იტალიელი ფეხბურთელი “სანდერლენდთან” გამართული მატჩის პირველ ნახევარში დაშავდა. დარმიანი 21 წლის დონალდ ლავმა შეცვალა.

“ის, რაც ჩვენს თავს ხდება დაუჯერებელია. კიდევ ერთი მცველი დაგვიშავდა, რის შედეგადაც ცენტრალური მცველის გარეშე დავრჩით.” – განაცხადა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, რომ დარმიანის გარდა ლუის დახმარებას ვერ შეძლებს: ლუკ შოუ, მარკოს როხო, ფილ ჯონსი, გილერმო ვარელა, ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია.

როგორ დატროლა დარმიანმა “ასტონ ვილას” ფეხბურთელი გუშინდელ შეხვედრაში? (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეორე ტურის პირველ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბირმინგების “ასტონ ვილა” 0-1 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას მატეო დარმიანსა და მიკა რიჩარდს შორის საინტერესო დიალოგი შედგა.

დარმიანი “მანჩესტერში” გადადის

“წითელმა ეშმაკებმა” იტალიის ნაკრების მცველთან შეთანხმებას მიაღწიეს.

“ტორინოს” მცველის აგენტმა, ჟულიო ტინტიმაც დაადასტურა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად მალე გამოცხადდება. ასევე ამაზე კომენტარს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჯამპიერო ვენტურა აკეთებს.

“დარმიანი მიდის “მანჩესტერში”. მას სურდა, მსოფლიოსა და ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ეთამაშა. ოცნება სერია ბ-ში ყოფნიდან დაიწყო და შრომით ყველაფერს მიაღწია. მესმის, რომ მას სურს წასვლა”.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი კვირის ბოლოს გაოფიციალურდება.

დარმიანი: „ამ სეზონში უკეთესად თამაში დავიწყე“

„ტორინოს“ მცველი მატეო დარმიანი თვლის, რომ ამ სეზონში მან უკეთესად თამაში დაიწყო.

„ვფიქრობ, ჩემი სათამაშო დონე უკეთესი გახდა. ამაში ევროპის ლიგაზე მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შემიწყო. ეს მნიშვნელოვანი სეზონი იყო.

ჩემი მომავალი? ჯერ იტალიის ჩემპიონატი დავასრულოთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა დარმიანმა.

იხილეთ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

“რეალს” “ტორინოს” მცველი სჭირდება

მატეო დარმიანი შეიძლება ესპანურ საფეხბურთო გიგანტში აღმოჩნდეს.

25 წლის იტალიელი მცველი “ტორინოში” ბრწყინვალე სეზონს ატარებს, რაც ევროპა ლიგაზეც კარგად ჩანს. ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა, რვა მატჩში.

SportMediaset-ის ცნობით, იტალიელმა უკანახაზელმა “რეალის” ყურადღება მიიპყრო. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მატეოთი “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “პსჟ” ინტერესდებოდნენ.