ჩეხის უპატიებელი შეცდომა და “ვესტ ჰემის” გოლი “არსენალის” კარში (ვიდეო)

ამჟამად მიმდინარეობს პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩი “ემირეითსზე”, სადაც ადგილობრივი “არსენალი” შესვენებაზე “ვესტ ჰემთან” 0-1 მარცხდება.

მატჩის 43-ე წუთზე, “ვესტ ჰემმა” საჯარიმო გაათამაშა, “არსენალის” ახალვწეულმა, პიტერ ჩეხმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა გამოსვლის დროს და ანგარიში გაიხსნა, შეიხ კოუიატემ გოლი გაიტანა.

“არსენალმა” “ჩელსისთან” ჩეხის ტრანსფერი შეათანხმა

შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე საათში, პიტერ ჩეხი “არსენალში” გადავიდეს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალმა” მიაღწია შეთანხმება “ჩელსის” 33 წლის მეკარესთან.

“მეთოფეებმა” ჩეხი მეკარის დასამატებლად 10.9 მილიონი გამოყვეს. ტრანსფერი ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება.

მანამდე კი გავრცლდა ინფორმაცია, რომ პიტერ ჩეხი “არსენალში” ყოველკვირეულად 100,000 ფუნტს მიიღებს და გუნდის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე იქნება.

“ჩელსი” მზადაა, ჩეხი “არსენალში” გაუშვას

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გუნდის გამოცვლის მოლოდინშია.

“ჩელსის” ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს 33 წლის ვეტერან კიპერთან გამომშვიდობება, რადგან გასულ სეზონში ის ვერ უწევდა კონკურენციას ტიბო კურტუას, სასტარტო შემადგენლობისთვის.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში, პიტერ ჩეხი “არსენალს” 14 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.

თავის მხრივ, უკვე შეარჩიეს “არისტოკრატებმა”, თუ ვინ უნდა იყოს გუნდის სარეზერვო მეკარე და იგი “ქპრ”-ს კარის დარაჯი, რობერტ გრინი იქნება.

აქვე დავამატებთ, რომ პიტერ ჩეხმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

ჩეხი “არსენალთან” მოლაპარაკებებს დაიწყებს

“ჩელსის” მეკარე ზაფხულში გუნდს შეიცვლის.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში ლონდონური გუნდის პირველი მეკარე ტიბო კურტუა გახდა, ჩეხს სკამზე დაჯდომა მოუწია, რასაც პიტერი არ ეგუება.

Goal.com-ისთვის ცნობილი გახდა, რომ 33 წლის მეკარე ახალ გუნდს ეძებს და მოსალოდნელია, რომ სულ მალე გამოცდილმა კარის დარაჯმა მოლაპარაკებები “არსენალთან” დაიწყოს.

ადრე იყო ჭორები, რომ პიტერ ჩეხით “პსჟ”, “მანჩესტერი” და “ბეშიქტაში” ინტერესდებოდა.

“მანჩესტერმა” დე ხეას შემცვლელი იპოვა

“მანკუნიანელები” აქტიურად ეძებენ მეკარეს, რომელიც ზაფხულში გუნდიდან წასულ დავიდ დე ხეას ჩაანაცვლებს.

გუშინ სხვადასხვა მედია-საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ესპანელმა მეკარემ “სამეფო გუნდთან” წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

იმ ფონზე, რომ “წითელი ეშმაკები” ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ, მათ ძლიერი კიპერი სჭირდებათ, ამიტომაც უკვე შეარჩიეს რამდენიმე ვარიანტი.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ლუი ვან გაალი “ჩელსის” მეკარის, პიტერ ჩეხის გაფორმებას ეცდება. სათადარიგო ვარიანტად კი ასმირ ბეგოვიჩი(“სტოკი”) და უგო ლორისი ჰყავს(“ტოტენჰემი”).

“ჩელსი” ჩეხს “არსენალში” არ გაუშვებს

როგორც ჩანს, “მეთოფეებს” აღარ უნდა ჰქონდეთ იმედი, “არისტოკრატთა” ვეტერანი მეკარის გადაბირების.

“პენსიონერებმა” გააფრთხილეს “ემირეითსის” ბინადრები, რომ ჩეხ მეკარეს კონკურენტ გუნდში არ გაასხვისებენ.

“პიტერ ჩეხი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. კარგი იქნება მისი შეძენა, მაგრამ ამავდროულად, რთული,”-აცხადებს ლონდონელთა წყარო.

მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში ჩეხმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

32 წლის მეკარემ განაცხადა, რომ ის არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას, რადგან სათამაშოდ მეტი დრო სურს.

მოურინიო: “ჩეხი საკუთარ მომავალს თავადვე გადაწყვეტს”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მისი გუნდის ჩეხი მეკარის მომავალი არ იცის.

“არისტოკრატები ტიბო კურტუას პირველ მეკარედ ხდიან, რაც გუნდის ვეტერან კიპერს არ მოსწონს.

“არ გვსურს, რომ პიტერმა ჩვენი ზემოქმედების ქვეშ მიიღოს გადაწყვეტილება. მან უნდა აირჩიოს ის, რაც მისი მომავლისთვის საუკეთესოა”.

“კვლავაც გვსურს, ჩეხი ჩვენს გუნდში იყოს, მაგრამ არ მსურს, ვინმემ გადაწყვეტილების მიღება დააძალოს. ჩემი აზრით, დღესდღეობით, ის მსოფლიოს სამ საუკეთესო მეკარეში შედის,”-განაცხადა მოურინიომ.

მიმდინარე სეზონში, 32 წლის მეკარემ პრემიერ ლიგაში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.