„მანჩესტერ იუანიტედსა“ და „ვესტ ჰემს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩი უსიამოვნო ეპიზოდით გამოირჩა, როდესაც ჯონი ევანსმა და პაპის სისემ ერთმანეთს შეაფურთხეს. ამისთვის, მოგივიანებით, სისემ შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და თავისი შეცდომაც აღიარა.
აღნიშნული ეპიზოდის შესახებ „წითელი ეშმაკების“ დამრიგებელმა ლუი ვან გაალმა ისაუბრა.
„როგორც უკვე ვთქვი, ევანსს ეს სპეციალურად არ გაუკეთებია. ადამიანისთვის ეს ნორმალურია მოვლენაა. არ შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ ჯონი ასე სპეციალურად მოიქცა. იგი თვითონაც ამას ამბობს. იმედია, FA სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მას არ დასჯის“, – ციტირებს ჰოლანდიელ სპეციალისტს „სქაი სპორტსი“.