რონალდომ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმამ მსოფლიოს ყველა დროის თერთმეტეული დაასახელა.

მეკარე: ბუფონი;
მცველები: კაფუ, კანავარო, მალდინი, რობერტო კარლოსი;
ნახევარმცველები: პირლო, ზიდანი.
თავდამსხმელები: მესი, მარადონა, პელე, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა.

რონალდომ კარიერის განახლება უარყო, თუმცა არ გამორიცხა

ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო უარყოფს ფართოდ გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ თითქოს, საფეხბურთო კარიერას დაუბრუნდება, თუმცა “კიჭა” არ გამორიცხავს, რომ ადრე თუ გვიან, ეს მართლაც მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ მთელი რიგი სოლიდური სპორტული გამოცემებიც კი წერდნენ, რომ რონალდო აშშ-ს მეორე დივიზიონის მკვიდრი “ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსის” შემადგენლობაში აპირებდა თამაშს, რომლის თანამფლობელი თავად გახლავთ.

“ყველა ამბობს, რომ თითქოს ფეხბურთის თამაში განვაახლე, მაგრამ ეს ტყუილია. იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშო, კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყო. ეს ჩემთვის გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაბრუნება დაეხმარება როგორც კლუბს, ასევე ლიგას. ჩემი მხრივ, ვეცდები, მუყაითად ვივარჯიშო და თუ მწვრთნელს დავჭრდები, რატომაც არა?”-ამბობს 38 წლის რონალდო, რომელმაც უკანასკნელად ოფიციალურ მატჩში 2011 წელს, “კორინთიანსის” შემადგენლობაში ითამაშა.