მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ხოსე მარია გუტიმ გუნდის ასპარეზობასთან დაკავშირებით ისაუბრა და “შამეფო კლუბის” საკუთარი აღზრდილების მიმართ არსებული დამოკიდებულება გააკრიტიკა.
“ამჟამად, “რეალი” სათანადო დონეზე ვერ გამოიყურება, მე კი მსურს, რომ გუნდმა საუცხოოდ წარმოაჩინოს თავი ძლიერ მეტოქეებთან და მოედანზე დომინირებდეს. ახლა, “რეალს” არ შეუძლია ჩართოს მეხუთე სიჩქარე, როგორც ეს სეზონის პირველ ნახევარში ხდებოდა. ასე რომ, გრანდებთან მატჩებში, რომლებიც ბურთის ფლობისკენ იხრებიან, მადრიდელებს ძალიან გაუჭირდებათ”.
“ანჩელოტის გუნდი ზედმეტად სწორხაზოვნად მოქმედებს. ნახევარმცველებს შორის არიან ისეთები, რომლებსაც ძნელად ვუწოდებ კრეატიულებს. აშკარად ეტყობა გუნდს ლუკა მოდრიჩის, ხამეს როდრიგესის, ასიერ ილარამენდისა და ლუკას სილვას არყოფნა”.
“არ მჯერა, რომ ახალგაზრდულ გუნდში მოდრიჩისა და ხამესის მსავსი მახასიათებლების ფეხბურთელები არ მოიძებნებიან. ვალდებულები ვართ, მეტი ნდობა გამოვუცადოთ ახალგაზრდებს და მხოლოდ ლეგიონერების იმედად არ ვიყოთ,”-ამბობს გუტი.