“ბარსელონას” ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა ერთ-ერთ ღამის კლუბში ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონ ფლოიდ მეიუეზერს შეხვდა. ფეხბურთელმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ლეგენდარულ მოკრივესთან ფოტო გადაიღო. მეიუეზერს 48 ბრძოლიდან არცერთი მარცხი არ აქვს.
“დიდებული პიროვნებაა. სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა”, – დაწერა სოციალურ ქსელში რაფინია ალკანტარამ.