„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი რუსულ „კრილიაში“ გადასვლასთან ახლოსაა

მადრიდის „რეალისა“ და ვლადიკავკაზის „ალანიის“ ყოფილი ნახევარმცველი როისტონ დრენტე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.

როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, ჰოლანდიელი სამარის „კრილია სოვეტოვის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას იწყებს. დიდი ალბათობით, მხარეები უახლოეს დღეებში შეთანხმდებიან და კონტრაქტსაც მოაწერენ ხელს.

ცნობისთვის, ამჟამად დრენდე თურქული „ქაისერი ეჯიესპორის“ მოთამაშეა.

დრენტე ჩხუბის დროს დაშავდა

“რეალის” ყოფილი ნახევარმცველი, როისტონ დრენტე, რომელიაც ამჟამად თურქულ “ერჯიესპორში” ასპარეზობს, ერთ-ერთ ღამის კლუბშ მასობრივი ჩხუბის მონაწილე გახდა.

ესპანური პრესის ცნობით, ინციდენტი მადრიდში ოთხშბათს მოხდა, თუმცა მის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ჩხუბის დროს 28 წლის ფეხბურთელი დაშავდა, თუმცა დაზიანების სიმძიმეზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პოლიციას დრენტე არ დაუკავებია.

დრენტე რეალში 2007-2012 წლებში თამაშობდა.

როისტონ დრენტემ “ბეშიქთაშს” შესანიშნავი ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

15 მარტს, თურქეთის ჩემპიონატში “ბეშიქთაშმა” საკუთარ მოედანზე “ქაისერი ერჯიესპორი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

შეხვედრაში სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა როისტონ დრენტემ გაიტანა.