ფლანაგანმა და აიბმა “ლივერპულთან” კონტრაქტი გაახანგრძლივეს

“ლივერპულის” ფეხბურთელებმა ჯონ ფლანაგანმა და ჯორდონ აიბმა მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის აიბმა გუნდთან გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, ფლანაგანის კონტრაქტის დეტალები კი არ ხმაურდება.

“ლივერპული” დიდებული კლუბია, მე მომწონს მისი ფილოსოფია. აქ დიდ სიამოვნებას ვიღებ”, – ციტირებს აიბის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

 

“ლივერპულმა” ფლანაგანი ცხრა თვით დაკარგა

“ლივერპულის” ახალგაზრდა მცველმა ჯონ ფლანაგანმა მორიგი ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს, აღდგენით პროცესს კი ექვსიდან ცხრა თვემდე პერიოდი დასჭირდება.

22 წლის ფლანაგანმა გასულ სეზონში მერსისაიდული გუნდის ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, მიმდინარე გათამაშებაში კი ტრავმის გამო არცერთ ოფიციალურ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდის საქველმოქმედო მატჩში, რომელიც მარტის მიწურულს გაიმართა, მხოლოდ 31 წუთი ითამაშა.

როჯერსი: „იმედია, ფლანაგანს ახალი კონტრაქტის თაობაზე შევუთანხმდებით“

„ლივერპული“ მცველ ჯონ ფლანაგანთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს, რის შესახებაც „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ისაუბრა.

„იმედია, ფლანაგანს შევუთანხმდებით. ჯონი ნელ-ნელა სათამაშო ფორმას უბრუნდება და დარწმუნებული ვარ, რომ შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, მოქმედ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. განვლილი სეზონი მან ჩინებულად ჩაატარა. ჯონმა დაამტკივა, რომ მაღალ დონეზე თამაში მრავალი წლის განმავლობაში შეუძლია“, – განაცხადა როჯერსმა.