“ლევერკუზენის” თავკაცს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

“ბაიერ ლევერკუზენისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, გერმანული კლუბის თავკაცი, როჯერ შმიდტი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

როგორც იცით, კვირას “ბაიარენაზე” გამართული მატჩში მსაჯმა 10 წუთით შეწყვიტა თამაში, რის მიზეზადაც დასახელდა ის, რომ გაძევებულმა როჯერ შმიდტმა მოედნის დატოვება იუარა.

მართალია 48 წლის სპეციალისტმა ამ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა გერმანული ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ “ლევერკუზენი” მომდევნო 3 მატჩში მწვრთნელის გარეშე ითამაშებდა, დანარჩენ ორ მატჩს კი 2017 წლის 30 ივნისამდე.

“შმიდტს აეკრძალება არ გამოჩნდეს მოედანზე და გასახდელში. ამასთანავე მას 20 000 ევროს გადახდაც მოუწევს. ” – ვკითხულობთ განცხადებაში.

შმიდტი: “პენალტების სერიაში კონცენტრაცია და თავშეკავებულობა გვაკლდა”

“ბაიერ ლევერკუზენის” მთავარმა მწვრთნელმა, როჯერ შმიდტმა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გერმანული გუნდი ევროტურნირს პენალტების სერიაში(3:2) გამოეთიშა.

“ვულოცავ ატლეტიკოს მორიგ ეტაპზე გასვლას. მოცემულ მატჩში ისინი უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. გაშვებული გოლის შემდეგ, “ბაიერიც” ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა, პერსპექტიული გუნდი, რომელსაც გამოცდილება აკლია. ძნელია ისეთ სტადიონზე გამარჯვება, როგორიც “ვისენტე კალდერონია”. პენალტების სერიაში კონცენტრაცია და თავშეკავებულობა გვაკლდა”.

“ვფიქრობ, რომ “ატლეტიკოს” საკუთარი სათამაშო სტილი აქვს, ეს ყველასგან განსხვავდება. ამან კი მათ ბოლო წლებში საოცარი წარმატება მოუტანა. ესპანური გუნდის ფეხბურთელებს ბრწყინვალე ფსიქოლოგია აქვთ. ხშირად, ისინი ძალიან მაღალ დონეზე იყვნენ თავშეკავებულნი”.

“დიდ იმედგაცრუებას ვგრძნობთ, რადგან ამ ტურნირს გამოვეთიშეთ. ახლა ჩემი ფეხბურთელები მთლიანად ბუნდესლიგაზე გადაერთვებიან და ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იქნება,”-განაცხადა შმიდტმა.