“დორტმუნდი” – “ტოტენჰემი”: სასტარტო შემადგენლობები

რამდენიმე წუთში გერმანიაში “სიგნალ იდუნა პარკზე” ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა აიღებს სტარტს. “დორტმუნდის ბორუსია” ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა H ჯგუფში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ამ მომენტისათვის ცხრილში პირველ ადგილს “ტოტენჰემი” იკავებს 10 ქულით. იმ შემთხვევაში, თუ დღეს ლონდონელები გამარჯვებას მოახერხებენ ჯგუფში, პირველი ადგილი თითქმის გაინაღდებენ.

სასტარტო შემადგენლობები:

“დორტმუნდი”: ბურკი, ტოლიანი, ბარტრა, ზაგადუ, შმელცერი, გიოტზე, ვაიგლი, გერეირო, იარმოლენკო, ობამეიანგი, კაგავა.

“ტოტენჰემი”: ლორისი, სანჩესი, დაიერი, ვერტონგენი, ორიე, როუსი, ვინკსი, ალი, სონი, ერიკსენი, კეინი.

რონალდუ: “დავამტკიცეთ, ვინაა საუკეთესო!”

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ კომენტარი გააკეთა.

“დავამტკიცეთ, რომ საუკეთესო გუნდი ვართ. ეს შთამბეჭდავი სეზონის გენიალური დადასრულია! ბედნიერი ვარ, რომ “რეალი” ის კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად ზედიზედ ორჯე მოიგო! მიხარია, რომ დუბლი შევასრულე და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გავხდი.”

“ჩვენი მიზანი მომდევნო ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვის!” – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.

ორი “დინამოს” შეხვედრაზე არბიტრის ვინაობა გაირკვა!

შეხვედრას ზაგრებში – ბობი მადენი განსჯის

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი ზაგრებში მაქსიმირის სტადიონზე გამართავს და ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდება, შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 37 წლის- ბობი მადენი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- დეივიდ მაქგიჩი და შონ კარი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- სტივენ მაქლინი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ბულგარელი ანდრეი მედინცევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია- იოზეფ მარკოსლოვაკეთიდან.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბობი მადენმა იმსაჯა 14 მაისს, შოტლანდიის პრემიერშიფში გამართული კილმარნოკი 2:4 დანდი იუნათედია. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ბობი მადენის მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ბობი მადენი (37 წლის)

უეფა ევროპა ლიგა – 18 თამაში / 62 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა ჩემპიონთა ლიგა – 5 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-17 ჩემპიონატი – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-19 ჩემპიონატი – 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა U-21 ჩემპიონატი – 3 თამაში / 12 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფა ევრო საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 9 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

ფიფა მს/ჩ საკვალიფიკაციო – 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

წყარო: Fcdinamo.Ge

“ჩემპიონთა ლიგაზე” თბილისის “დინამოს” მეტოქე გაირკვა

დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.

ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს “ალაშკერტი” და “სანტა კოლომა” დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული “დინამოს” უნდა დაპირისპირებოდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. საბოლოოდ, შეხვედრა 3-0 დასრულდა “ალაშკერტის” გამარჯვებით. ორი მატჩის ჯამში სომხურმა გუნდმა 3-0 იმარჯვა (პირველი შეხვედრა 0:0) და შესაბამისად სწორედ იგი შეერკინება ქართულ გუნდს.

პირველი მატჩი თბილისში “დინამო არენაზე” 12 ივლისს გაიმართება.

პროგნოზისტთა კონკურსი (“დორტმუნდი” — “იუვენტუსი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 32-ე საკონკურსო კვირის მეორე მატჩის კითხვები, რომელიც “დორტმუნდსა” და “იუვენტუსს ” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “დორტმუნდი” – “იუვენტუსი”