საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა კოსოვოს ნაკრები ჩაიბარა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალენ ჟირესი კოსოვოს ნაკრების თავკაცის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ნოემბრამდე ექნება.

“გახარებული ვარ. კოსოვოს ვიცნობ და ამიტომაც დავთანხმდი აქ მუშაობას. ეროვნულ გუნდებში მიმუშავია და კარგად ვიცი, რას მოელის ნებისმიერი ქვეყანა საკუთარი ნაკრებისგან”, – ციტირებს ჟირესის სიტყვებს კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2004-2005 წლებში თავკაცობდა, რის შემდეგაც გაბონის, მალის, სენეგალისა და ტუნისის ნაკრებებში იმუშავა.

ალენ ჟირესმა მალის ნაკრები ჩაიბარა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ალენ ჟირესმა მალის ეროვნული გუნდი ჩაიბარა, სადაც 2010-2012 წლებში მუშაობდა.

მალიმდე გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი სენეგალის ნაკრებს თითქმის 3 წლის განმავლობაში წვრთნიდა, თუმცა აფრიკის თასზე წარუმატებელი გამოსვლის შედმეგ ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

სენეგალელებმა პლეი-ოფის საგზურიც კი ვერ მოიპოვეს და ჯგუფური ეტაპი მესამე პოზიციაზე დაასრულეს.