რუმენიგე: “ბაიერნს” არასდროს უთამაშია უმაზე უკეთ, ვიდრე გვარდიოლას თავკაცობით თამაშობდა”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლას მუშაობა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა ბავარიული გუნდი ზაფხულში დატოვა და “მანჩესტერ სიტის” მიაშურა.

“ბაიერნს” არასდროს უთამაშია იმაზე უკეთ, ვიდრე გვარდიოლას თავკაცობის პერიოდში თამაშობდა. ჩვენი გუნდი ყოველთვის იყო წარმატებული, მაგრამ ასე ლამაზად იშვიათად თუ მოქმედებდა. პეპის ხელმძღვანელობისას გუნდი უეცრად დაიმუხტა, თითქოს ტრანსში შევედით. მან კარგი მემკვიდრეობა დატოვა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Die Welt am Sonntag.

“ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე “როსტოვი” ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

ბავარიულმა გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მე-13 საშინაო შეხვედრა მოიგო, რაც სარეკორდო შედეგია. ეს სერია 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. წინა რეკორდი “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთვნოდა, რომელმაც 2006-დან 2008 წლამდე მიჯრით 12 საშინაო მატჩი დაასრულა გამარჯვებით.

ტომას მიულერი: “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო კლუბია”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა ტომას მიულერმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარ ფავორიტად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ბავარიულმა გუნდმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მეტოქეებად “მანჩესტერ სიტი”, “რომა” და ცსკა ჰყავდა, ექვსი მატჩიდან ხუთი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, მერვედფინალურ ეტაპზე კი დონეცკის “შახტარი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 7:0 დაამარცხა.

“ჩვენ საკმაოდ რთულ ჯგუფში ვიყავით. დონეცკის “შახტარის” განადგურებამ კი ყველას შეახსენა, ვინ ვართ ჩვენ. მიმდინარე სეზონში ნანახიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო კლუბია”, – მიულერის კომენტარი “ბილდმა” გამოაქვეყნა.