მხეიძე: „ეს შეცდომის დაშვების სამაგალითო მომენტია“

„ქუთაისის“ მწვრთნელმა მედეა მხეიძემ „შსს არმიასთან“ წაგებული მატჩი შეაფასა.

„ბოლო ტური ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. თამაშს მოწყურებულებისთვის შეხვედრა საინტერესო გამოდგა. გვეგონა, ფსიქოლოგიურად უფრო დაძაბული თამაში იქნებოდა. ჯამში, მატჩით ვისიამოვნე, რადგან ბევრი მომენტი შეიქმნა, გუნდებმა კარგი და სწორი კალათბურთი ითამაშეს.

რაც შეეხება შეხვედრის ფინალს, ესაა სამაგალითო მომენტი იმისა, თუ როგორ დაუშვა შეცდომა და წააგო შეხვედრა. დღევანდელი კალათბურთი ისეთი სწრაფია, რომ ბრძოლა ბოლო წამამდეა საჭირო.

„არმიას“ გამაჯვებას ვულოცავ და პლეიოფში წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მთლიანი სეზონი ისეთი იყო, რომ ყველა გუნდს შორის გამოკვეთილი ლიდერის გამოყოფა რთულია“.

მედეა მხეიძე: „დიდი მადლობა კრიტიკისთვის“

„ქუთაისის“ მწვრთნელმა მედეა მხეიძემ „დინამოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.

„დინამოს“ მსურს მადლობა გადავუხარო, რადგან სამივე მატჩი ძალიან დაძაბული და კარგი იყო, იმ მხვრივ, რომ ძლიერი გუნდების თამაშისას კალათბურთელთა და მწვრთნელთა შესაძლებლობებში ვრწმუნდებით. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ორი წაგების შემდეგ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვცდილობდით. ვერ ვიტყვით, რომ თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან უამრავი შეცდომა დავუშვით. ფაქტობრივად, „დინამოს“ უპირატესობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაღალი მოთამაშეები გვყავს. ფარზე ბურთის მოხსნა და სწრაფი შეტევები – ის კომპონენტებია, რომელთა დახმარებითაც მოვიგეთ.

ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს კლუბში და მის გარშემოა. საინტერესო იყო, „დინამოსთან“ ორი წაგების შემდეგ როგორ ვითამაშებდით.  ასევე დიდი მადლობა კრიტიკისთვის, ეს გუნდის ხვალინდელი დღეზეც აისახება “, – განაცხადა მხეიძემ.