„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის აგენტმა გარსია კილონმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მადრიდის „რეალში“ მუშაობას სიამოვნებით დათანხმდებოდა.
„რაფა „რეალის“ მოთამაშე იყო (1974-1981 წლებში ის „კასტილიაში“ თამაშობდა, ავტ.), ის მადრიდიდანაა და მეორე გუნდს ავარჯიშებდა (1993-1995 წლებში, ავტ.). ამიტომაც, ეჭვი მეპარება, მისი ბიოგრაფიით ვინმე უკმაყოფილო იყოს. მისი აზრების კითხვა არ შემიძლია, თუმცა მგონია, რომ ბენიტესი „რეალში“ მუშაობას სიმოავნებით დათანხმებოდა. თუმცა, ახლა კონკრეტულად ცნობილი არაფერია“, – განაცხადა აგენტმა.