“პსჟ” ვიტოლოს ტრანსფერით ინტერესდება

ესპანური “სევილიას” შემტევი ნახევარმცველი, ვიტოლო ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ფრანგული France Football-იც ადასტურებს.

ფრანგულმა გამოცემამ იმ თავდამსხმელთა სია გამოაქვეყნა, რომელთა გადაბირებასაც შეეცდებიან პარიზელები ზაფხულში – სიაში მოხვდნენ: ალექსის სანჩესი (“არსენალი”), ვიტოლო (“სევილია”) და პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“ბორუსია”).

27 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. ამ დროში მან საკუთარ აქტივში 6 საგოლე გადაცემის ჩაწერაც შეძლო.

აქვე იხილეთ: ოფიციალურად: კავანიმ “პარი სენ-ჟერმენთან” გაახანგრძლივა

ვიტოლო: “მესიმ გუშინ ყველას უჩვენა, ვინ არის საუკეთესო”

“სევილიას” ნახევარმცველმა, ვიტოლომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა გუშინ 100% ბოლომდე ითამაშა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ძირითადი დრო 4:4 მორჩა, ხოლო 115-ე წუთზე, პედრომ გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

“მესი – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ლეომ ქართველ გულშემატკივარს და ყველას დაუმტკიცა ვინაა პირველი,”-განაცხადა ესპანური კლუბის გარემარბმა.

“სევილია ათი შემთხვევიდან ერთხელაც კი არ დანებდებოდა. ჩვენ 4-1-ზეც ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბრწყინვალე შედეგი დავდეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა”.

პრიმერას მარტის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა

„სევილიას“ ნახევარმცველი ვიტოლო მარტის პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

წინა თვის სამ მატჩში ვიტოლომ სამი გოლი გაიტანა – „დეპორტივოსთან“ გასვლით შეხვედრაში ის ჰეთთრიკით გამოირჩა. გარდა ამისა, მან „ვილიარეალსაც“ გაუტანა. ააღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ვიტოლო უკრაინასთან და ჰოლანდიასთან მატჩებზეც გამოიძახა.

მარტის მიხედვით, პრიმერას სიმბოლურ გუნდში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: ხერინიმო რულიი („რეალ სოსიედადი“), ოსკარ დე მარკოსი („ატლეტიკი“), ხერარდ პიკე („ბარსელონა“), ნიკლას ოტამენდი („ვალენსია“), მარსელო („რეალი“), სერხიო კანალესი („რეალ სოსიედადი“), ვისენტე იბორა („სევილია“), ვიტოლო („სევილია“); ლიონელ მესი („ბარსელონა“), არიც ადურისი („ატლეტიკი“), ალბერტო ბუანო („რაიო“).