“ფლამენგოს” მთავარმა მწვრთნელმა ვანდერლეი ლუშემბურგომ “ფლუმინენსესთან” ჩასატარებელ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ორიგინალური ფორმით გამოხატა პროტესტი.
ლუშემბურგომ პირზე წებოვანი ლენტი აიკრა, რითაც მწვრთნელთა მიმართ ცენზურა გააპროტესტა. გუნდის თავკაცებსა და ფეხბურთელებს რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის გაკრიტიკება ეკრძალებათ (ბრაზილიის სპორტის კოდექსის 258-ე მუხლი).
“ფლამენგოს” 62 წლის თავკაცი ტურნირის რეგლამენტის გაკრიტიკებისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.