ირაკლი ხოშტარია: “ბიჭებმა იმუშავეს და დავალება შეასრულეს”

საქართველოს თასის ფინალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ და კაპიტანმა, გიორგი გამყრელიძემ ისაუბრეს.

ირაკლი ხოშტარია: “დიდი მადლობა მოწინააღმდეგეს საინტერესო თამაშიშთვის. მადლობა ჩვენს მოთამაშეებს, რომლებმაც დღეს ბოლომდე იბრძოლეს და შედეგიც სახეზე იყო. მადლობა გუნდის კაპიტანს. უკანასკნელ ორ ტურში ჩავარდნა გვქონდა, თუმცა ბიჭებმა იმუშავეს, დავალება შეასრულეს და შედეგიც მივიღეთ.

2004 წელს „დინამოსთან“ ერთად თასი კაპიტნის რანგში მოვიგე. ის გამარჯვება ძალიან სასიხარულო იყო, თუმცა დღევანდელ ტიტული განსაკუთრებულია. ახლა მოგება გაცილებით რთული იყო. დიდი მადლობა ჩვენს გულშემაკტივრებს, რომლებიც დღეს მხარს გვიჭერდნენ”

გიორგი გამყრელიძე: “მადლობა რუსთავს ასეთი კარგი თამაშიშთვის. ამ გუნდში სამი სეზონის მაქვს გატარებული და ძალიან დიდ პატივს ვცემ.

დინამოსთვის ღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაცვაში კარგად ვიბრძოლეთ, რაც გამარჯვების წინაპირობა გახდა. 8 წლის წინ მოპოვებულ გამრჯვებში მე და ირაკლი ხოშტარია ერთად ვთამაშობდით. იმედია, მის მიღწევას ოდესმე მეც გავიმაროებ, თუ მწვრთნელობას დავიწყებ. სულ სხვა განცდაა, როდესაც ტიტულებს „დინამოს“ კაპიტნის რანგში იგებ.”