ოფიციალურად: კლაინი “ლივერპულის” ფეხბურთელია

“საუთჰემპტონის” მცველი, ნათანიელ კლაინი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს.

24 წლის უკანახაზელმა მერსისაიდულ გუნდთან გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, იტყობინება “ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

“ძალიან ბედნიერი ვარ. გადავედი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში, სადაც თამაში ჩემი ოცნება იყო. ველოდები საწვრთნელი პროცესების დაწყებას,”-განაცხადა კლაინმა.

“როგორც კი “ლივერპულმა” ჩემს მიმართ ინტერესები გამოიჩინა, ემოციებს ვერ ვუმკლავდებოდი. მომეცა კარგი შანსი და ვეცდები, ჩემი პოტენციალი სრულად გამოვამჟღავნო”.

ჯეიმს მილნერის, დენი ინგსის, ადამ ბოგდანის, ჯო გომესისა და რობერტო ფირიმინოს შემდეგ, ინგლისელი მცველი “ლივერპულის” მეექვსე საზაფხულო ახალწვეულია.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრანსფერი 12.5 მილიონი ფუნტი დაჯდა.

კლაინმა “ლივერპულში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

“ლივერპული” დღეს “საუთჰემპტონის” მცველის გაფორმებას დაადასტურებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მხარეები ყველაფერზე შეთანხმდნენ, საქმეს ოფიციალური გამოცხადება აკლიაო.

24 წლის უკანახაზელის ტრანსფერი 12.5 მილიონი ფუნტი დაჯდება. ნათანიელ კლაინი “ლივერპულთან” ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

გასულ სეზონში, კლაინმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და ორჯერ გაიტანა.

m

mi

ვან გაალის რევოლუცია: ჰოლანდიელს ბეილი, ჰუმელსი და ლორისი სჭირდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობამ შესაძლოა დიდი ცვლილებები განიცადოს.

თითქმის გადაწყვეტილია ის ამბავი, რომ ლუი ვან გაალის გუნდი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. ახლა, Daily Mail ადგენს იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც “წითელ ეშმაკებს” ევროტურნირისთვის გააძლიერებთ.

ჰოლანდიელს პირველი ფეხბურთელი, ვინც ძალიან სჭირდება, გარეთ ბეილია. უელსელს დიდი ხანია, რაც “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ. 2007 წელს მას ჰქონდა “წითელ ეშმაკებში” გადასვლის შანსი, თუმცა “ტოტენჰემი” არჩია. ამას გარდა, ბეილს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის.

მეორე პრობლემატური პოზიცია ინგლისურ გრანდში დაცვის ხაზია. ვან გაალი ამ პრობლემის მოგვარებას “საუთჰემპტონის” ნიჭიერი მარჯვენა მცველით, ნათანიელ კლაინით აპირებს, რომელიც ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. “წმინდანებმა” ინგლისელს მომავლის გადაწყვეტისთვის ათი დღე მისცა. ასევე, ალბიონელებს დორტმუნდის “ბორუსიას” 26 წლის ლიდერის, მათს ჰუმელსის გაფორმების ძალიან კარგი შანსი აქვთ. მსოფლიო ჩემპიონი მზად არის დატოვოს გერმანია, რომელსაც “შავ-ყვითლები” 25 მილიონ ევროდ აფასებენ.

რა თქმა უნდა, ვან გალი ძალიან კმაყოფილია დე ხეას თამაშით და არ აპირებს მის შეცვლას, მაგრამ იძულებულია. ესპანელ კიპერს მადრიდის “რეალი” ძალიან მაცდურ წინადადებას და კვირაში 200,000 სთავაზობს, რაზეც ვერცერთი მეკარე იტყვის უარს, ამიტომ, “მანჩესტერს” უწევს თავის დაცვა და წინასწარი კარგი მეკარის შეძენა.

და ბოლოს, “მანკუნიანელები” მემფის დეპაის დამატებას ეცდებიან. ლუი მზადაა, ახალგაზრდა შემტევი პირადად დაიყოლიოს ინგლისში გადაბარგებაზე. გუნდში მას ხუან მატას და ანხელ დი მარიას ალტერნატივად ჰხედავენ.

“საუთჰემპტონი” კლაინზე ბოლო წინადადებას ამზადებს

“საუთჰემპტონი” მარჯვენა მცველს, ნათანიელ კლაინს უკანასკნელად შესთავაზებს ახალ ხელშეკრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელი უკანახაზელი კვლავ უარზე იქნება, “წმინდანები” ზაფხულში გაასხვისებენ.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, “სოტონი” ბოლოჯერ მოიკრიბავს ძალას მცველის შესანარჩუნებლად. ძალიან მალე, “სენტ მერის” ბინადრები 23 წლის მოთამაშეს ახალ კონტრაქტს წარუდგენენ.

წყაროს თქმით, თუ კლაინი უარზე იქნება, გუნდი გაყიდის ზაფხულში, რათა მათი ფინანსური წყარო გაიზარდოს.