“ლაციოს” მეკარე გოლის აღნიშვნისას დაშავდა

რომის “ლაციოს” კიპერმა ფედერიკო მარკეტიმ ტრავმა უჩვეულო სიტუაციაში მიიღო.

“ლე ფიგაროს” ცნობით, იტალიელი მეკარე მაშინ დაშავდა, როდესაც “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ალესანდრო მატრის მიერ გატანილ გოლს ზეიმობდა. მარკეტიმ ბარძაყის კუნთები დაიშავა და გოლიდან ოთხ წუთში შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად ეტრიტ ბერიშა გამოვიდა, რომელმაც კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

 

მარკეტი: „ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა“

„ლაციოს“ მეკარემ ფედერიკო მარკეტიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა, ოპერაცია გაიკეთა.

„ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა! ახლა ვარჯიშის განახლება ჩვეულებრივად შემიძლია. დიდი მადლობა ხმარდაჭერისთვის“, – დაწერა ფეხბურთელმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

“ლაციოს” მეკარემ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა

რომის “ლაციოს” კიპერმა ფედერიკო მარკეტიმ გუშინდელ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა.

გუნდის ძირითად მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა და გადაწყვეტილია, რომ ის იტალიის ჩემპიონატის დამდეგ ტურში “ემპოლის” წინააღმდეგ 12 აპრილს გასამართ მატჩს გამოტოვებს. ეჭვის ქვეშ დგას მარკეტის თამაში ტურინის “იუვენტუსთან” ჩასატარებელ შეხვედრაშიც, რომელიც 18 აპრილს შედგება.

ფედერიკო მარკეტი ვარჯიშს უახლოეს პერიოდში განაახლებს, თუმცა სახეზე სპეციალური დამცავი ნიღაბი ექნება გაკეთებული.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მარკეტიმ 23 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაუშვა.