უკრაინის ჩემპიონატში კიდევ ერთი მარცხი იწვნია ოდესის “ჩერნომორეცმა”, რომლის ღირსებას ახალგაზრდა ქართველი მცველი, გიორგი გადრანი იცავს.
ოდესელებმა 25-ე ტურის მატჩი პოლტავაში, ადგილობრივ “ვორსკლასთან” გამართეს და ანგარიშით 2:0 დამარცხდნენ.
გადრანმა შეხვედრა სათადარიგოთა შორის დაიწყო და მოედანზე პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი ერთი ბურთით მარცხდებოდა.