დემპსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს (ვიდეო)

“სიეტლი საუნდერსის” კაპიტანი კლინტ დემპსი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

“პორტლენდ ტიმბერსის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას გამოცდილმა ამერიკელმა ფეხბურთელმა მთავარ არბიტრს ჯიბიდან წიგნაკი ამოაცალა და ძირს დააგდო, შემდეგ აიღო და დახია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ “სიეტლიმ” ეს მატჩი შვიდი კაცის შემადგენლობით დაამთავრა: მოედნიდან გუნდის სამი მოთამაშე გააძევეს, ტრავმირებულმა ობაფემი მარტინსმა კი შეხვედრის ჩამთავრება ვეღარ შეძლო.

მატჩი “პორტლენდმა” დამატებით დროში, ანგარიშით 3:1 მოიგო.

 

კაკამ “ორლანდოში” მესამე გოლი გაიტანა (ვიდეო)

“ორლანდო სიტის” ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის ეგიდით “პორტლენდ თიმბერსის” წინააღმდეგ ჩვენი დროით ნაშუაღამევს გამართულ მატჩში გოლი გაიტანა.

32 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შეხვედრის 85-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახდა. კაკა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაამთავრა. ეს მისთვის მეექვსე შეხვედრაში გატანილი მესამე გოლია.

“პორტლენდსა” და “ორლანდოს” შორის გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.