“ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დე ვრეისთვის იბრძოლებენ

პრემიერ ლიგის გუნდები, ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდებიან. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინგლისური კლუბების ერთ-ერთ მთავარი სამიზნე რომის “ლაციოს” ფეხბურთელი, სტეფან დე ვრეი იქნება.

ჰოლანდიელმა მცველმა ამ სეზონში სერია ა-ში 12 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. ერთი სიტყვით, იგი სტაბილურად ასპარეზობს და სათამაშო დროც ეძლევა. დე ვრეის გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ “ლაციო” 24 წლის სპორტსმენს ახალ ხელშეკრულებას უმზადებს.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა პრემიერ ლიგაში თამაში. შესაბამისად, მიუხედავად ზემოთ ნახსენებისა, სტეფანი ნამდვილად ვერ იტყვის მყისიერ უარს ინგლისური გრანდების შემოთავაზებაზე.

“ჩელსის” და “მანჩესტერს”, დაახლოებით, 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ ჰოლანდიელის სანაცვლოდ.

დე ვრეი ნახევარ წელს გამოტოვებს

რომის “ლაციოს” მცველი სტეფან დე ვრეი გაცილებით მეტ ხანს გამოტოვებს, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

23 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, სექტემბრის თვეში გამართულ სანაკრებო მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. მას გუშინ ოპერაცია გაუკეთეს.

ვარაუდობდნენ, რომ სტეფან დე ვრეი მოედანზე დაბრუნებას თებერვალში შეძლებდა, მაგრამ მის გამოჯანმრთელებას ექვსი თვე დასჭირდება.

 

დე ვრეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას „ლაციოში“ დარჩენა ურჩევნია

რომის „ლაციოს“ მცველმა სტეფან დე ვრეიმ „მანჩესტერ იუანიტედში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ხალხი ხშირად ჩემს „მანჩესტერ იუნატედში“ გადასვლაზე საუბრობს, რადგან იქ ლუი ვან გაალი მუშაობს, თუმცა, პირადად მე „ლაციოსთან“ მოგება მსურს. როგორც ჩანს, ახლა ყველა ჰოლანდიელი ფეხბურთელის „იუანიტედში“ გადასვლაზე საუბრობენ. არადა, ამ კლუბის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ მქონია“, – განაცხადა დე ვრეიმ.

„ლაციომ“ დე ვრეის „მანჩესტერ იუნატედში“ 25 მილიონ ევროდ გაშვება იუარა

რომის „ლაციოს“ ხელმძღვანელობა მცველ სტეფან დე ვრეის შენარჩუნებას ცდილობს. „მეტროს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „არწივებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობის წინადადება არ მიიღეს – „წითელი ეშაკები“ ჰოლანდიელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდნენ.

ცნობისთვის, „ლაციოსთან“ მოქმედი კონტრაქტი დე ვრეის 2018 წლამდე აკავშირებს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 23 წლის მოთამაშემ 27 მატჩი ჩაატარა (ყველა მათგანი მან ძირითად შმეადგენლობაში დაიწყო), რომელშიც ოთხი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო.

დე ვრეი ორი კვირა ვერ ითამაშებს

„ემპოლისთან“ მატჩში მიღებული მუხლის ტრავმა „ლაციოს“ მცველ სტეფან დე ვრეისთვის სერიოზული არ ყოფილა.

როგორც გაირკვა, ჰოლანდიელი, დაახლოებით, ორ კვირას გამოტოვებს. ცნობისთვის, პირველადი პროგნოზებით, ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულიც კი იყო.

გარდა ამისა, „ლაციოს“ ლაზარეთს მარკო პაროლოც შეუერთდა, რომელსაც თეძოს ტკივილი აწუხებს. დე ვრეის მსგავსად, ნახევარმცველი ტურინის „იუვენტუსთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს.