ალბერტო აკვილანი ახალი სეზონიდან ლისაბონის “სპორტინგში” ითამაშებს. ეს ინფორმაცია პორტუგალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც მოგეხსენებათ, იტალიელ ნახევარმცველს ამ ზაფხულს “ფიორენტინასთან” კონტრაქტი დაუმთავრდა. შესაბამისად, იგი “სპორტინგში” უსასყიდლოდ გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აკვილანიმ პორტუგალიურ კლუბთან სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა, სეზონში კი ჯამაგირის სახით ორ მილიონ ევროს მიიღებს.