პენსიონერი „ბაიერნისგან“ 3 მილიონის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

გერმანიის პოლიციამ 63 წლის პენსიონერი ხარალდ ზირნგიბლი მიუნხენის „ბაიერნისგან“ ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცავთა ვარაუდით, ეჭვმიტანილმა საფეხბურთო კლუბში ორი წერილი გაგზავნა – პირველში მან, ჯამში, 3 მილიონი შემდეგნაირად მოითხოვა: 1 მილიონის მიღება მას 500-ევროიანი კუპიურებით სურდა, კიდევ 1 მილიონის მიღება ფრანკებში უნდოდა, ხოლო დარჩენილი ფასი სამკაულებით მოითხოვა. მეორე წერილში ბოროტმოქმედმა მოთხოვნები შეცვალა და 500-ევროიანი კუპიურების ნაცვლად 200-ევროიანი კუპიურები მოითხოვა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, წერილის ავტორი სტადიონის ტერიტორიაზე აფეთქებით იმუქრებოდა.

„ბილდის“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად 100-კაციანი კომისია შეიქმნა. ზირნგიბლი პოლიციამ ორშაბათს დააკავა.

გვარდიოლა: „მსგავსი არაფერი მინახავს“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ „ვოლფსბურგთან“ ანგარიშით 5:1 მოგებულ მატჩში ცხრა წუთში რობერტ ლევანდოვსკის ხუთი გოლის შესახებ ისაუბრა.

„რობერტის გამო ძალიან მიხარია. მსგავსი რამ არც ფეხბურთელობის და არც მწვრთნელობის დროს არ მინახავს. ცხრა წუთში ხუთი გოლი ნამდვილი საოცრებაა. უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის“, – აღნიშნა გაოცებულმა გვარდიოლამ.

რუმენიგე: „რეინა „ბაიერნიდან“ წავა“

მიუნხენის „ბაიერნის“ მართვის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმ,ენიგემ აღიარა, რომ მეკარე პეპე რეინა კლუბს დატოვებს.

„რეინა „ბაიერნს“ დატოვებს. ამის შესახებ მან თვითონ გვთხოვა. მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ვფიქრობ, ის „ნაპოლიში“ დაბრუნდება“, – განაცხადა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ რეინა „ბაიერნში“ განვლილის ეზონის დაწყების წინ გადავიდა და მიუნხენურ კლუბში მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა.

უახლოეს მატჩში „ბაიერნს“ ერთდროულად რვა ფეხბურთელი ვერ დაეხმარება

„ჰოფენჰაიმთან“ გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნს“ ერთდროულად რვა ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.

კუჭის ინფექციის გამო მიუნხენელებს დავიდ ალაბა და ფილიპ ლამი ვერ დაეხმარებიან. გარდა ამისა, სხვადასხვა ტრავმის გამო მეხდი ბენატია, ტომ შტარკე, ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, ხავი მარტინესი და ბასტიან შვაინშტაიგერი ვერ ითამაშებენ.

ხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ნახევარმცველები მარიო გიოტცე და ჩაბი ალონსო შეძლებენ.