მოურინიო ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედს არ კარგავს

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ სეზონში შესაძლო ვერ გასვლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„მესმის, რასაც გულისხმობთ, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის კიდევ ერთ მეთოდი არსებობს. შეგვიძლია, ამ სეზონში ტურნირი მოვიგოთ“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

პრემიერლიგის 15 ტურის შემდეგ „არისტოკრატები“ ამდენივე ქულით მე-14 ადგილს იკავებენ.

მოურინიომ ის მიზეზი ახსნა, რომლის გამო „რეალი“ ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებას ვერ მიაღწევდა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმ მიზეზის შესახებ ისაუბრა, რომლის გამოც მადრიდის „რეალი“ პრემიერლიგაში წარმატებას ვერ მიაღწევდა.

„ჩემს „რეალს“ კუთხურის დროს თავდაცვა არ შეეძლო. გუნდს უამრავი გოლის გატანა და მეტოქის განადგურება გამოსდიოდა, მაგრამ კუთხურის დროს თავს ვერ იცავდა.

თუ ინგლისში კუთხურის დროს თავს ვერ იცავ, მეორე ლიგის გუნდთან სათასო მატჩსაც კი წააგებ.

ყველაფერი კონკრეტულ ლიგაში სათამაშო მანერაზეა დამოკიდებული. ჩემი „ინტერი“ იტალიაში და ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებული იყო, პრემიერლიგაში კი პრობლემები მასაც ექნებოდა“, – განაცხადა მოურინიომ.

მოურინიო: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩვენთან მატჩისთვის მზადაა“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტერდთან“ ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„მანჩესტერ იაუნტედს“ როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის მხვრივ, ჩინებული შემადგენლობა ჰყავს. ამ კვირას ამ გუნდის ანალიზი გავაკეთე და ვხვდები, თუ რას ველოდო. ვან გაალი ფანტასტიკური მწვრთნელია, მანჩესტერელები ამ მატჩისთვის კარგად ემზადებიან.

„იუნაიტედთან“ თამაში – მსოფლიოს ერთ-ერთ ძლიერ კლუბთან დაპირისპირებას ნიშნავს. ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდებთ და ვფიქრობ, რომ ამ მატჩს ბევრი ელის, რადგან ის განსაკუთრებულია. მიმდინარე კვირას ფეხბურთელების მოტივაციასთან პრობლემა არ მქონია, ამ მხვრივ, ყველაფერი რიგზეა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა