მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იკერ კასილიასის მოამვლის შესახებ ისაუბრა.
„შემდეგ სეზონში ჩემს თავს „რეალში“ კასილიასთან ერთად ვხედავ. ახლა ეს საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ მომენტისთვის მხოლოდ სეზონის დარჩენილ ნაწილზე ვფიქრობთ.
რაც შეეხება ისკოს, არამგონია, რომ მან შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ის ჩემპიონატის ყველა მატჩში თამაშობს. „რეალი“ ორივე ტურნირზე იბრძვის, შესაბამისად, ჩვენთვის ყოველი შეხვედრა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანჩელოტიმ.