მექსიკური “კერეტაროს” ნახევარმცველი რონალდინიო კარიერის დასრულებას არ აპირებს. 35 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ მექსიკაში თამაში მოსწონს და აქედან წასვლაზე არც კი ფიქრობს.
“პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩემი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან ბედნიერი ვარ და წასვლაზე არც კი ვფიქრობ. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა კიდევ ხუთი ან ექვსი წელი, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, წასვლის მიზეზი არ მაქვს. მას შემდეგ, რაც მექსიკაში ჩამოვედი, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ვაპირებ, მომავალშიც ვაკეთო ის საქმე, რაც ყველაზე კარგად გამომდის”, – რონალდინიოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.