არგენტინელი დრიუსი იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე ფიქრობს

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ახალგაზრდა თავდამსხმელი, სებასტიან დრიუსი იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე ფიქრობს, რის შემდეგადაც, მას “სკუადრა აძურაში” თამაშის უფლება მიეცემა.

საკმაოდ ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის ცნობით, დრიუსი იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის დანიშვნას ელოდება. ამის შემდეგ კი, ეს უკანასკნელი საბოლოოდ გადაწყვეტს, შეიცვალოს თუ არა მოქალაქეობა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ზენიტის” თავდამსხმელი არგენტინის ასაკობრივ ნაკრებებში საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა – მას სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა და 20-წლამდელთა ჩემპიონატები აქვს მოგებული, თუმცა ძირითად ნაკრებში მისი დებიუტი ჯერაც არ შემდგარა.

“რივერ პლეიტის” ფეხბურთელმა “ბანფილდს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

20 აპრილს, არგენტინის ჩემპიონატში, “რივერ პლეიტმა” საკუთარ მოედანზე “ბანფილდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი “რივერ პლეიტის” ფეხბურთელმა სებასტიან დრიუსიმ გაიტანა.