შამპერტი სამედიცინო შემოწმებას ელის

„გოლდენ სტიეტ უორიორსთან“ ფინალური სერიის მესამე მატჩში „კლივლენდ კავალიერსის“ შემტევმა უკანახაზელმა იმან შემპარტმა დრეიმონდ გრინთან შეჯახების შემდეგ მხარი დაიზიანა. უახლოეს დროში კალათბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელიც მისი ტრავმის სირთულეს გამოავლენს.

„ვფიქრობ, ეს ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. თავს კარგად უნდა ვგრძნობდე“, – ციტირებს კალათბურთელს „სპორტანდო“.
ცნობისთვის, 12 დეკემბერს იმავე მხრის დაზიანების გამო კალათბურთელის 23 იანვრამდე არ უთამაშია.

შამპერტმა „კლივლენდს“ სიმღერა მიუძღვნა

„კლივლენდ კავალიერსის“ უკანახაზელმა იმან შამპერტმა თავის გუნდს რეპ-კომპოზიცია მიუძღვნა, რომელშიც თავისი ყველა თანაგუნდელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი ახსენა.

აღსანიშნავია, რომ ეს შამპერტის პირველი სიმღერა არ არის. რამდენიმე წლის წინ მსგავსი სიღერა მან „ნიუ-იორკ ნიქსისთვისაც“ დაწერა.