ცორკი: “ობამეიანგი არ იყიდება”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა უარყო ჭორები, პიერე-ემერიკ ობამეიანგის შესაძლო გაყიდვის შესახებ.

“პიერე-ემერიკი “ბორუსიას” ფეხბურთელია. ამ ზაფხულს, ჩვენ მის გაყიდვას არ ვაპირებთ. ეს გადაწყვეტილია,”-განაცხადა ცორკმა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში.

“თუმცა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. მათ ვინაობას უახლოეს მომავალში გაიგებთ”.

გასულ სეზონში, ბუნდესლიგაში გაბონელმა წინახაზელმა 33 მატჩი ჩაატარა, სადაც 16 გოლი გაიტანა და ექვსი ასისტი გააკეთა.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, ობამეიანგით “პსჟ”, “ინტერი” და “არსენალი” ინტერესდებოდნენ.

ობამეიანგი: “გვსურს, კლოპს სახეზე ღიმილი დარჩეს”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, პიერე ემერიკ-ობამეიანგი იმედოვნებს, რომ გუნდი სეზონის დარჩენილ მატჩებს კარგად დაასრულებს.

როგორც იცით, სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი დატოვებს გერმანული გუნდის მესაჭის პოსტს. “შავ-ყვითლებს” გერმანიის თასის გარდა, კიდევ ხუთი მატჩი აქვთ ბუნდესლიგაში დარჩენილი.

“რა თქმა უნდა, ეს უცნაური სიტუაციაა. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მწვრთნელიც ჩვენთანაა, დარჩენილია მატჩები”.

“ყველაფერი ისე უნდა დავამთავროთ, რომ კლოპმა გუნდი ღიმილიანი სახით დატოვოს,”-განაცხადა ობამეიანგმა.

ბუნდესლიგის უახლოეს ტურში, “ბორუსია” საკუთარ მოედანზე “აინტრახტს” დაუპირისპირდება.