“ინტერი” “ლივერპულის” ნახევარმცველს ინათხოვრებს

“ლივერპულის” ნახევარმცველი ლუკას ლეივა უახლოეს პერიოდში მილანის “ინტერში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იტალიურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ “ინტერი” “ლივერპულს” 29 წლის ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველის იჯარაზე უკვე მოელაპარაკა. “ნერაძური” ლეივას სეზონის ბოლომდე ინათხოვრებს, რის შემდეგაც მისი სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ ლუკას ლეივა “ლივერპულში” 2007 წლიდან ირიცხება.

“ლივერპულმა” “ინტერს” ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა

“სპორტ მედიასეტის” თანახმად, “ლივერპულმა” მილანის “ინტერს” ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა. კერძოდ, საუბარია ლუკას ლეივასა და მატეო კოვაჩიჩის გაცვლაზე.

“ინტერს” შეთავაზებისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია, “ნერიაძურიმ” გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო.

Lucas Leiva

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში კოვაჩიჩმა 28 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. რაც შეეხება ლუკას ლეივას, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.