ჩავი: „რუნის პლეიმეიკერად თამაშიც შეუძლია“

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანესმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ უეინ რუნის პლეიმეიკერის პოზიციაზე სათამაშოდ ყველა საჭირო თვისება გააჩნია.

„უეინ რუნი ის ფეხბურთელია, რომლითაც წლების განმავლობაში აღფრთოვანებული ვარ. ის ექსტრაორდინალური მოთამაშეა, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები გააჩნია. დარწმუნებული ვარ, მოედანზე მას კვლავ ბევრის გაკეთება შეუძლია, თუმცა, შესაძლოა, რუნის ადაპტაცია მოუწიოს. დგება ასაკი, როდესაც ისე ვეღარ თამაშობ, როგორც ადრე, ვერ ახერხებ ჩვეული დისტანციის დაფარვას. ჭკვიანი მოთამაშეები ახალ გარემოსთან შეგუებას ცდილობენ, რუნი კი არაჩვეულებრივი საფეხბურთო ინტელექტის პატრონია.

გამორიცხული არ არის, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წინ რომელიმე სხვა ფეხბურთელი ათამაშოს, რუნი კი უკან დაწიოს. პლეიმეიკერის პოზიციაზე ის ასევე სახიფათოა. უეინს მოედნის კარგი ხედვა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ რუნი ამ პოზიციას შეეჩვევა, კიდევ 5-6 მაღალი დონის სეზონის ჩატარებას მოახერხებს“, – ციტირებს ჩავის Goal.com-ი.

ხავი მარტინესი: „ჩავი თამაშს 50 წლამდე შეძლებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ხავი მარტინესმა „ბარსელონას“ მოთამაშის ჩავი ერნანესის სათამაშო დონე შეაფასა.

„ასეთი ტექნიკითა და კლასით ჩავი თამაშს 50 წლამდე შეძლებს. ამ ფეხბურთელისგან ნაკრებში ძალიან ბევრი ვისწავლე.

არ ვიცი, დატოვებს თუ არა ის ზაფხულში „ბარსელონას“. სამწუხაროა, რომ ასეთ მოთამაშეებს ასაკი ემატებათ“, – განაცხადა მარტინესმა.

ხავი მარტინესი მარიო მანუკიჩს: “მძულხარ, მარიო”

ლუის ენრიკეს ჩავის წასვლა არ სურს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს თქმით, მას ნახევარმცველ ჩავისთან დამშვიდობება არ სურს.

„მე მას ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, როდესაც თვითონ ფეხბურთელი ვიყავი. მაშინ ის „ბარსელონას“ შემადგენლობაში თამაშს იწყებდა.

ეს მოთამაშე სხვა პლანეტიდანაა. თუ მას ბურთს მისცემ, ის მას აუცილებლად დაგიბრუნებს. ეს თვისება მას დღემდე არ დაუკარგავს.

ვიცით, თუ როგორ უყვარს ჩავის „ბარსა“. მომავალთან დაკავშირებულ გვადაწყვეტილებას ის თავად მიიღებს. მის ნებისმიერ არჩევანს პატივს ვცემთ“, – განაცხადა „ბარსას“ დამრიგებელმა.

ლუის ენრიკე: “ქომაგები ჩემს სახელს სკანდირებდნენ? მე მათ გადავუხადე”