დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ინგლისელი ნახევარმცველი ვარჯიშს უბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილში ჯეი როდრიგესმა მუხლზე სერიოზული ტრავმა მიიღო. აქამდე, ის აღდგენით პროცესებს გადიოდა.
Sky Sports-ის ცნობით, ინგლისელი შემტევი სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს და ის სეზონის ბოლომდე მოედანზე გასვლასაც მოახერხებს.
“სოტონის” მენეჯერმა, რონალდ კუმანმა იმედი გამოთქვა, რომ ჯეი მას ევროპა ლიგისთვის ბრძოლაში დაეხმარება.