“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მეორე შვილს ელოდება. არგენტინელ ფეხბურთელსა და მის მეორე ნახევარ ანტონელა როკუცოს უკვე ჰყავთ ვაჟიშვილი ტიაგო, რომელიც 2012 წელს დაიბადა.
“გელოდებით, პატარა. ტიაგოს, დედას და მამას უყვარხარ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლეო მესიმ.