“ლოკომოტივი” “სამტრედიასთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩები იმართება. ერთ-ერთ მათგანში თბილისის “ლოკომოტივმა” “მიხეილ მესხი 2”-ზე სამტრედიის “სამტრედია” მიიღო.

საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ერისთავმა მე-13 წუთზე გახსნა. თუმცა, მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ “ლოკოს” ჩამორჩენა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აღადგინა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მაიკლ ოლაიტანის მიერ 69-ე წუთზე შეგდებული გოლი. შესაბამისად, იმერლებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს დედაქალაქში.

ამ მარცხის შემდეგ თბილისური გუნდი ნული ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. ხოლო, “სამტრედიას” სამი ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს.

“ლოკომოტივის” ბოლო ამხანაგური: თბილისლებმა მესამე ლიგელ “არაგვს” ვერ მოუგეს

თბილისის ლოკომოტივმა, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. 24 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი, ლიგა 3-ის წარმომადგენელ დუშეთის არაგვს დაუპირისპირდა. მატჩი უგოლოდ დასრულდა.

პირველ ტაიმში, გატანა მამია გავაშელიშვილსა და ლაშა ოზბეთელაშვილს შეეძლოთ, მეორე ნახევარში კი დავით ჯიქიასა და ვატო არველაძეს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი.

ლოკომოტივი ეროვნული ლიგის, 2018 წლის გათმაშების პირველ ტურში, სამტრედიას დაუპირისპირდება. მატჩი 4 მარტს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 13:30 წუთზე გაიმართება.

ლოკომოტივი: თევდორაძე (კაპ), კიკალიშვილი (გაბაძე 46), ქურდაძე (ჭანტურია 46), ხიდეშელი (შონია 46), კომახიძე (უბილავა 46), გვალია, შეწირული (სამურკასოვი 46), კობახიძე (დავითაშვილი 46), კიკაბიძე (კიკნაძე 46), ოზბეთელაშვილი (ჯიქია 46), გავაშელიშვილი (არველაძე 46)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

Fcloco.Ge

კვირკველია: “გრიზმანის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნება”

მოსკოვის “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოს” დაუწყვილდა. წილისყრის შემდეგ საკუთარი მოსაზრება მოსკოველთა ქართველმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ დააფიქსირა.

“წილისყრით კმაყოფილი ვარ, რადგანაც უმაღლესი დონის გუნდი შეგვხვდა, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს დონეს. ეს კარგი გაკვეთილი იქნება “ლოკომოტივისთვის”. მადრიდელების თამაშს მუდმივად თვალს ვადევნებ, ისინი კარგად არიან შეთამაშებულები.

რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რა თქმა უნდა, ძლიერ მეტოქესთან შესახვედრად და საკუთარი ძალების განსავითარებლად. ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს.

დიეგო სიმეონე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტია, თუმცა იური პავლოვიჩ სემინი ასე არ ფიქრობს. ფაქტია, რომ მადრიდელებს ადვილი გასეირნება არ ელით.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება გრიზმანის წინააღმდეგ თამაში. ხელწამოსაკრავი მეტოქე არც ბალოტელი ყოფილა, მაგრამ მას ვაჯობეთ,” – აცხადებს ქართველი ფეხბურთელი.

თბილისის “ლოკომოტივმა” “გაგრა” დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, მორიგ ამხანაგურ მატჩში, ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე, გაგრა დაამარცხა. 21 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 5:1 მოიგო.

ანგარიში სტუმრებმა, მატჩის დებიუტში გახსნეს. მე-7 წუთზე, გაგრა ლევან პაპავამ დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, ვატო არველაძემ ანგარიში გაათანაბრა. საგოლე გადაცემა გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა.

57-ე წუთზე, გიორგი გაბაძის პასით, ლოკომოტივი ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა. სამ წუთში, არველაძემ ლაშა გვალიას პასით, დუბლი შეასრულა.

ტრავმის შემდეგ, ზედიზედ მეორედ ითამაშა მამია გავაშელიშვილმა, რომელმაც 70-ე წუთზე, არველაძე შეცვალა.

75-ე წუთზე დავით ჯიქიას ნაცვლად, თამაშში ოთო კობახიძე ჩაერთო, რომელმაც სამ წუთში, დავით უბილავას გაატანინა, 80-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ხიდეშელი (გვალია 46), ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი, შონია, ჯიქია (კობახიძე 75), დავითაშვილი, კიკნაძე, არველაძე (გავაშელიშვილი 70)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

Fcloco.Ge

სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივი” ევროპა ლიგის 1/8-ფინალშია! (ვიდეო)

მოსკოვის “ლოკომოტივმა”, რომლის რიგებშიც სოლომონ კვირკველია ასპარეზობს, საკუთარ სტადიონზე ფრანგული “ნიცა” დაამარცხა და ევროპა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ამ დიდ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა მოსკოველთა ქართველმა ლეგიონერმაც.

როგორც იცით, ნიცაში გამართული პირველი მატჩი რუსების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2-3. “ნიცა” მოსკოვში გამარჯვებისთვის ჩამოვიდა და აქტიურადაც ცდილობდა წადილის მიღწევას, მაგრამ ამაოდ – მატჩი კვლავ “ლოკომოტივის” გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის მიმდინარეობისას, სტუმრები დომინირებდნენ. “ნიცას” ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 63 პროცენტი გახლდათ, ფრანგებმა 19-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით.

სასიამოვნოა, რომ მოსკოველთა დაცვის ხაზმა (სოლომონ კვირკველიას მეთაურობით) წარმატებით გააართვა დაკისრებულ მოვალეობას და გოლი არ გაუშვა. ქართველმა ორივე მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

თბილისის “ლოკომოტივმა” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, ამხანაგურ მატჩში, ბოლნისის სიონი დაამარცხა. 17 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 2:0 მოიგო. ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. 21-ე წუთზე, დავით ჯიქიას გადაცემით, ანგარიში ლოკოს კაპიტანმა, დავით უბილავამ გახსნა. მატჩის საბოლოო ანგარიში, 33-ე წუთზე ჯიქიამ დააფიქსირა. საგოლე გადაცემა დავით სამურკასოვის ანგარიშზეა.

სასიხარულოა, რომ გუნდს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მამია გავაშელიშვილი დაუბრუნდა. 23 წლის ფორვარდმა, სიონის წინააღმდეგ, დაახლოებით 20 წუთი ითამაშა.

ლოკომოტივი: თევდორაძე (შეროზია 67), უბილავა (კაპ) (კომახიძე 46), ხიდეშელი (ძებნიაური 70), ქურდაძე, გაბაძე (კიკალიშვილი 46), გვალია , სამურკასოვი (შეწირული 80), შონია (ოზბეთელაშვილი 80), კიკნაძე (კიკაბიძე 56), ჯიქია (კობახიძე 60), არველაძე (გავაშელიშვილი 70)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

Fcloco.Ge

ამხანაგური მატჩი: “ლოკომოტივმა” და “ნორჩმა დინამომ” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, წლის მესამე ამხანაგურ მატჩში, თბილისის ლოკომოტივი ნორჩ დინამოს დაუპირისპირდა.

8 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

ანგარიში სტუმრებმა 22-ე წუთზე გახსნეს. ტაიმის უკანასკნელ წუთზე ვატო არველაძემ გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ხიდეშელი, ქურდაძე, შეწირული, ანდრონიკაშვილი, სამურკასოვი, კობახიძე, კიკაბიძე, არველაძე, ოზბეთელაშვილი

მეორე ტაიმი: შეროზია, უბილავა (კაპ) (კომახიძე), ძებნიაური, ჭანტურია, ჯაფარიძე, შონია, გვალია, დავითაშვილი, ინჯგია, ჯიქია, კიკნაძე (შეყილაძე)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

Fcloco.Ge

 

ოფიციალურად: რომან ჭანტურია “ლოკომოტივში” იჯარით ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფორვარდი, რომან ჭანტურია თბილისის ლოკომოტივში, იჯარის წესით ითამაშებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა 6 თვიანია. 21 წლის თავდამსხმელი, ლოკოში, 23 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ჭანტურია იტალიური ემპოლის საკუთრებაა. უკანასკნელად, იგი ასევე განათხოვრების წესით, იტალიურ პრატოში თამაშობდა.

2013 წელს, ჭანტურია იტალიაში სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა. მან, 4 წლის მანძილზე ემპოლის 17 და 19 წლამდე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. იყო მთავარი გუნდის წევრიც, მაგრამ ემპოლის მაისურით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

2016 წელს, რომანი ემპოლიდან, იჯარით, პორტუგალიურ ოლიანენსეში გადავიდა.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს, იყო 19 და 17 წლამდე ნაკრების წევრიც.

fcloco.ge

17 წლამდე ლიგის ბომბარდირი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს

თბილისის ლოკომოტივისა და საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 17 წლის ფორვარდი, შოთა შეყილაძე კარიერას ჩვენს კლუბში გააგრძელებს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრსა და ლოკომოტივს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეყილაძე საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის აღზრდილია. 2017 წელს, მან საქართველოს 17 წლამდე ლიგაში 44 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

გასულ სეზონში, ზესტაფონმა, 17 წლამდე ლიგის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა.

უკვე რამდენიმე დღეა, შოთა ლოკომოტივში ვარჯიშობს. მან მონაწილეობა, 1 თებერვალს, შევარდენი 1906-ის წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩშიც მიიღო.

“ლოკომოტივმა” ამხანაგურ შეხვედრაში “შევარდენი 1906” დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, ამხანაგურ მატჩში, შევარდენი 1906 დაამარცხა. 1 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მეტოქეს 2:0 მოუგო.

ლოკომ პირველი ნახევარი, დავით ჯიქიას გოლით მოიგო. 23 წლის ფორვარდმა თავი მე-7 წუთზე გამოიჩინა. მეორე გოლი თეიმურაზ ღონღაძის ანგარიშზეა. ლოკოს მცველმა, მატჩის საბოლოო შედეგი 75-ე წუთზე დააფიქსირა.

ლოკომოტივის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ზურიკო დავითაშვილს, რომელიც გუნდს 31 იანვარს, საქართველოს 17 წლამდე ნაკრებიდან შეუერთდა.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ძებნიაური, ქურდაძე, გაბაძე, შონია, სამურკასოვი, კიკნაძე, დავითაშვილი, კობახიძე, ჯიქია

მეორე ტაიმი: შეროზია, ხიდეშელი, ჭანტურია (კაპ), ღონღაძე, ანდრონიკაშვილი, გვალია, შეწირული, კობახიძე (წულეისკირი), დავითაშვილი (შეყილაძე), კიკაბიძე, ოზბეთელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

საგურამოში “ლოკომოტივის” ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინური სკოლის აშენება იგეგმება

საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინური სკოლის აშენება იგეგმება.

27 იანვარს, საგურამოში, ლოკომოტივის ბაზაზე, ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის დამფუძნებელი, აიეტ კუკავა ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა.

შეხვედრა ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა გახსნა, რომელმაც საგურამოში, ფინური სკოლის აშენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩვენი კლუბი 10 წელზე მეტია, რაც საგურამოში ინფრასტრუქტურას ანვითარებს. ვფიქრობთ, ლოკომოტივის ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინური სკოლის აშენება საგურამოს დიდ სარგებელს მოუტანს.

აქ, პროექტის განსახორციელებლად შესანიშნავი გარემოა. საგურამოში, განათლების მიმართულებით განსახორციელებელი ინვესტიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ლოკომოტივის ბაზაზე, სასკოლო ასაკის 10-ზე მეტი ასაკობრივი გუნდი ვარჯიშობს”. – ამბობს ყიფიანი.

ალიანს ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ახორციელებს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო – ფინური სასკოლო განათლების სისტემის დანერგვას საქართველოში.

ფინური სკოლა საგურამოში, 7 ჰექტარ მიწის ფართობზე აშენდება. პროექტი 15-20 მილონი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს. საერთაშორისო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალპროფილიანი ინფრასტრუქტურის შექმნაც იგეგმება.

სკოლიდან 5-10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სამედიცინო-სადიაგნოსტიკო, სხვადასხვა პროფილის მომსახურების კლინიკები, ასევე ბავშვებისთვის, გასართობი ცენტრები და სკვერები აშენდება.

ფინური სკოლა 2019 წლის სექტემბერში გაიხსნება.

წლის პირველი ამხანაგური მატჩი – ლოკომ საბურთალო 2 დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, საბურთალო 2 დაამარცხა. 25 იანვარს, ბენდელას სტადიონზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 0:3 მოიგო.

ლოკოს შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარეს ახალწვეულებმა; ოთარ კობახიძემდავით ჯიქიამდა თეიმურაზ შონიამ.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში, ანგარიში შეცვლაზე შესულმა ლაშა ოზბეთელაშვილმა გახსნა.

76-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ, ლოკომოტივის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. სამ წუთში, მატჩის საბოლოო ანგარიში დავით სამურკასოვმა დაფიქსირა.