“ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა პოლონელი შემტევის დაზიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც იცით, რობერტმა ბუნდესლიგის მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც, დიდი ალბათობით იგი კატალონიელთა წინააღმდეგ იუქმებს.
ზამერმა დაადასტურა, რომ გვარდიოლა ლევანდოვსკის თამაშს არ გარისკავს და 26 წლის წინახაზელი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს თამაშს.
“საბოლოო დასკვნას ექიმები აკეთებენ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 1 შეხვედრის გამო არ ღირს ფეხბურთელის ჯანმრთელობის გარისკვა.
ლევანდოვსკის დაზიანება აქვს და დიდი ალბათობით, ის ოთხშაბათს “ბარსელონასთან” ვერ იასპარეზებს, – განაცხადა ზამერმა.