“ატლეტიკო” იტალიაში მოთამაშე სამ ფეხბურთელს აკვირდება

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები იტალიურ სერია ა-ში მოთამაშე ფეხბურთელებს: მატია დე შილიოს, დენის პრაეტსა და ჯოვანი სიმეონეს აკვირდებიან.

Tuttomercatoweb-ის ცნობით, ესპანურმა კლუბმა ამ ფეხბურთელებისთვის თვალის დევნება უკვე დაავალა საუკეთესო სკაუტებს, რომლებიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან ფეხბურთელებს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანენ.

მადრიდელთა სკაუტებს “იუვენტუსისა” და “მილანის” დაპირისპირებაზე მოუწევთ დასწრება, რათა დე შილიოს თამაში შეაფასონ.

პრაეტასა და ჯოვანის თამაშის საყურებლად კი მათ “დერბი დელა ლანტერნაზე” (“ჯენოა” – “სამპდორია”) მოუწევთ ბილეთების დაჯავშნა.

“მილანის” ფეხბურთელი მოედნიდან 50-ე წამზე გააძევეს (ვიდეო)

3 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ნაპოლისა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (3:0), შეხვედრის დაწყებიდან 50 წამში მთავარმა არბიტრმა მოედნიდან “როსონერის” მცველი მატია დე შილიო გააძევა.

დე შილიომ თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია, მსაჯმა კი სტუმართა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გონსალო იგუაინმა შეასრულა, რომელსაც დიეგო ლოპესმა აჯობა.